პროცესების ანალიტიკა (Process Mining)

პროცესების ანალიტიკა, იგივე Process Mining-ი არის მონაცემებით მართული ბიზნეს პროცესების ვიზუალიზაციის და მართვის ინსტრუმენტი. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ და გააანალიზოთ გადახრები პროცესში და მათი ძირეული გამომწვევი მიზეზები.  

პროცესების ანალიტიკა ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრულ ტრანსფორმაციაში. 

როგორ დაგეხმარებათ პროცესების ანალიტიკა? 

მაღალი კონკურენციის პირობებში, კომპანიებს ესაჭიროებათ მოქნილი და ეფექტური პროცესები. ამის მიღწევას თქვენ შეძლებთ პროცესების ანალიტიკის საშუალებით, რომელიც მიგითითებთ თუ როგორ მუშაობს პროცესი და სად გაქვ გაუმჯობესების შესაძლებლობები. მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს და არამარტო: 

  • რომელი ვენდორი აცილებს ვადებს? 

  • რომელი თანამშრომლები არ მიყვებიან პროცესს? 

  • სად გვაქვს ყველაზე მეტი გადახრ? 

  • პროცესის რომელ ნაწილშია ავტომატიზაციის პოტენციალი და რა დანაზოგს მოგვიტანს მისი ავტომატიზაცია? 

პროცესების ანალიტიკისგან მიღებული სარგებელი: 
  • შემოსავლების ზრდა 

  • ხარჯების შემცირება 

  • ტემპის ზრდა 

  • ხარისხის გაუმჯობესება 

  • რისკების მართვის გაუმჯობესება