• ანგარიშგებების სრულყოფილი სისტემები

ანგარიშგებების სრულყოფილი სისტემები

დაინახეთ თქვენი ბიზნესი 360 გრადუსით

ორგანიზაციის სამართავად მისი სხვადასხვა ჭრილში დანახვა გესაჭიროებათ, ამისთვის კი მონაცემებს ბევრი წყაროდან აგროვებთ და შემდეგ მათ მრავალნაირ ანგარიშგებაში უყრით თავს? ამ პროცესს დღეს ყველა ორგანიზაცია გადის და მასში საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს. ჩვენ გთავაზობთ ანგარიშგებების სრულყოფილ სისტემებს - კრიტიკული ინფორმაციის ავტომატიზებულად, დინამიკურად და მოქნილად მიღების, ქვენი ორგანიზაციის 360 გრადუსით დანახვის შესაძლებლობას. ანგარიშგებების სრულყოფილი სისტემები შექმნის პროცესში გთავაზობთ:  

  • ორგანიზაციის შეფასების მთავარი პარამეტრების  განსაზღვრას 

  • თქვენი ორგანიზაციის მიზნების და ამოცანების, ასევე, ინდუსტრიის და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ანგარიშგებების განსაზღვრას 

  • სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში დაცული  ან სხვადასხვა წყაროში არსებული მონაცემების  მოქნილ, მრავალჭრილიან, სწრაფ და ვიზუალურად დახვეწილ ანგარიშგებებად ტრანსფორმირებას 

  • დინამიკური და ავტომატიზებული ანგარიშგებების მუდმივ მხარდაჭერას 

სწრაფი, დინამიკური და ავტომატიზებული ანგარიშგებებით შეძლებთ  ნებისმიერ დროს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენთვის სასურველი დეტალიზაციით, იხილოთ თქვენი ორგანიზაციის შედეგები, გაუზიაროთ ანგარიშგებები კოლეგებს, დააკვირდეთ ორგანიზაციის საქმიანობას ნებისმიერი ჭრილიდან, გამოავლინოთ გადახრები და ანომალიები, შემდეგ კი ჩაეძიოთ მათ გამომწვევ მიზეზებს.