• ISO 27001-ის აუდიტი

ISO 27001-ის აუდიტი

გლობალურ ბაზარზე კონკურენციისთვის აუცილებელია, ორგანიზაციებმა დაამტკიცონ საკუთარი გარემოს და პროცესების უსაფრთხოება და დაცულობა. თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ იმის გაცხადება, რომ თქვენთან თანამშრომლობა უსაფრთხოა, არ არი საკმარისი. პოტენციურ კლიენტებს, საქმიან პარტნიორებსა და დირექტორთა საბჭოს წევრებს ამის დადასტურება სჭირდებათ. ბიდიოსთან, როგორც თქვენ სანდო პარტნიორთან ერთად, ISO 27001-ის მიღება და შენარჩუნება გარანტირებულ რეალობას წარმოადგენს.

მოთხოვნები შიდა აუდიტის მიმართ წარმოდგენილია სტანდარტის ISO / IEC 27001 9.2 პუნქტში. პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც პროცესების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რეკომენდებულია საკითხისადმი არა როგორც ცალკე მდგომი პროცესისადმი, არამედ როგორც ბიზნეს-პროცესისადმი მიდგომა. აუდიტის პროცესის დანერგვა არ არის ერთჯერადი ქმედება სერტიფიკაციის მისაღებად, ეს არის განმეორებადი პროცესი, რომელიც ამოქმედდება გარკვეული დროის ინტერვალებით ანდა ორგანიზაციაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს.

შიდა აუდიტის პროცესის მიზანია ორგანიზაციის მიერ ყველა საჭირო ზომის მიღება თავისი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) ეფექტურობის დასადგენად სტანდარტისა და თვითონ ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად. სტანდარტის მიხედვით, ამისთვის შიდა აუდიტი უნდა ჩატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი აუდიტორ(ებ)ის მიერ.

ჩვენ გვყავს კვალიფიციური და გამოცდილი წამყვანი აუდიტორები, რომელთაც აქვთ აუდიტის მიმდინარე პრაქტიკა, ასევე დანერგვის გამოცდილება, რაც საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ დამატებითი კონსულტაციებით ხარვეზების გამოსასწორებლად.

თქვენ მიიღებთ დეტალურ აუდიტორულ ანგარიშს გამოვლენილ შეუსაბამობებთან ერთად, რაც დაგეხმარებათ შეასრულოთ სტანდარტის მოთხოვნა აუდიტის ობიექტური და მიუკერძოებელი პროცესისთვის. ანგარიში უზრუნველყოფს აუცილებელ რწმუნებულებას  იმისა, რომ ISMS შეესაბამება როგორც ხელმძღვანელების, ისე ISO 27001 სტანდარტის მოთხოვნებს.

ISO 27001 აუდიტის უმთავრესი მიზნებია:

  • თქვენი ISMS-ის სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • ISMS-თან მიმართებაში წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარება
  • ISMS-ის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოტენციური საკითხების გამოვლენა

რას გთავაზობთ ბიდიო აღნიშნული სერვისის ფარგლებში?

  • ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტს
  • ISMS-ის მართვის ბერკეტებისა და კონტროლის ეფექტურობის აუდიტს

აუდიტი ასევე მოიცავს შემდეგ თემებს:

  • დოკუმენტების მიმოხილვა
  • წინა აუდიტის დროს ჩატარებული მაკორექტირებელი ქმედების სტატუსის შემოწმება / არის თუ არა ჩახურული
  • ორგანიზაციული, ნაბიჯნაბიჯ დაკვირვება მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნების შესრულებაზე
  • ინტერვიუ შესაბამის თანამშრომლებთან
  • ანგარიშის მომზადება შიდა აუდიტის შესახებ, რომელიც განკუთვნილია ხელმძღვანელობისთვის და შეიცავს დეტალებს ყველა გამოვლენილი შეუსაბამობის შესახებ
  • ორგანიზაციაში რეალიზებული კონტროლის საშუალებების შემოწმება.