• ინფორმაციული უსაფრთხოება

ინფორმაციული უსაფრთხოება

ბიდიო გთავაზობთ ინდივიდუალურად თქვენს ორგანიზაციაზე მორგებულ მრავალფეროვან მომსახურებას ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი გუნდი გეგმავს, ნერგავს და სრულყოფს პროცესებსა და პროცედურებს ორგანიზაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციული სისტემების, კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის  უზრუნველსაყოფად.

საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ:

ISO 27001-ის დანერგვის კონსულტაციებს

ჩვენი სერტიფიცირებული თანამშრომლები დაგეხმარებიან ISO 27001-ის დანერგვის პროცესში.

მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი

ორგანიზაციის მიმდინარე მდგომარეობის შესაფასებლად, ჩვენ ვახორციელებთ პროცესების ანალიზს, ასევე ვაანალიზებთ უსაფრთხოების პოლიტიკასა და პროცედურებს. მიმდინარე მდგომარეობის შეფასების შედეგად, ორგანიზაცია იღებს ინფორმაციას უსაფრთხოების დონის შესახებ, რაც საშუალებას მისცემს სათანადო ყურადღება გამახვილდეს სტრატეგიის დაგეგმვის დროს.

ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება

ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგია და პროგრამა შემუშავდება ბიზნესის საჭიროებისა და მიზნების გათვალისწინებით. სტრატეგია და პროგრამა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების სასურველი მდგომარეობის მისაღწევად.

ინფორმაციული უსაფრთხოების სუსტი მხარეების შეფასება

აღნიშნული პროცედურა გულისხმობს სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას პროცესებში, ტექნოლოგიებსა და პროცედურებში, მათი გამოსწორებისთვის მზარდი შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფით.

ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა

ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის მიზანია, რომ ორგანიზაციამ რისკები დასაშვებ დონეზე შეინარჩუნოს. ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის შედეგად, ორგანიზაცია მიიღებს რისკების მართვის დოკუმენტირებულ პროცესს, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული იქნება აღნიშნული რისკების იდენტიფიცირების, ანალიზის, შეფასებისა და მათთან გამკლავების გეგმა.

პროცესებისა და პროცედურების შემუშავება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

პროცესები და პროცედურები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვისთვის. სერვისის ფარგლებში, ორგანიზაცია მიიღებს პროცედურასა და პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკაზე, ადაპტირებულია ბიზნეს საჭიროებისა და სპეციფიკაციის გათვალისწინებით, ბიზნესტრატეგიის მიზნების მისაღწევად.

კონტროლის დაგეგმვა და განხორციელება

რისკების შემცირების მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ კონტროლის შესაბამის, ეფექტურ მექანიზმებს. ინფორმაციის კლასიფიცირება, ხელმისაწვდომობის კონტროლი, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და უსაფრთხოება, კონტროლის კრიპტოგრაფიული საშუალებები, ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფის გეგმები, ინციდენტებზე რეაგირების გეგმა და კონტროლის სხვა მექანიზმები საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციული სისტემები კონფიდენციალობის, მიზნობრიობისა და ხელმისაწვდომობის  მისაღწევად.

ბიდიო გთავაზობთ ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის აუთსორსინგს, რაც წარმოადგენს ეფექტურ სტრატეგიას, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ პირობებს, რესურსების სიმცირესა და ბაზრის ღირებულებას. აუთსორსინგი დაგეხმარებათ შეამციროთ ხარჯები და გამოათავისუფლოთ რესურსები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესებისთვის.

ცნობიერების ამაღლება

მომხმარებლების ქცევა, ტექნოლოგიებისა და საფრთხეების არასათანადოდ ცოდნა ბოროტმოქმედებს საშუალებას აძლევს წარმატებით შეაღწიონ სხვადასხვა ორგანიზაციის ინფორმაციულ სისტემებში. ბიდიოს მიზანია შემოგთავაზოთ ექსკლუზიური პროდუქტი, რომელიც ადაპტირებული იქნება თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკის შესაბამისად. ბიდიო ასევე გთავაზობთ ფიშინგის მოდელირების ტესტებს, რათა განისაზღვროს თქვენი თანამშრომლების ცოდნა და ქცევა რეალურ სიტუაციებში.