This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • 2023: სამთო მრეწველობის მომავალი (ENG)
სტატია:

2023: სამთო მრეწველობის ახლო მომავალი

08 იანვარი 2020

Original content provided by BDO

სამთო მრეწველობა - ძირითადი პროგნოზები 2023 წლისათვის

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სამთო მომპოვებლები მხოლოდ მინერალების აღმოჩენით იყვნენ დაკავებული. მომავალში წარმატებული ისინი იქნებიან, ვინც ასევე "მოიპოვებს" ინოვაციებს. 

ინოვაციის ძიება გულისხმობს, რომ ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშავონ ახალი პროდუქტები და აამოქმედონ ახალი პროცესები, ფინანსური და საკადრო რესურსის მაქსიმიზაციისთვის. მათ ასევე უნდა განიხილონ საკითხი ახალი რესურსების მოპოვების შესახებ ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ, თუკი ეს მათ უფრო მდგრად განვითარებას მოუტანს. "ინოვაციური სამთო მრეწველობის" ორივე ტიპი ერთდროულად მოითხოვს ახალ პროცესებსა და პროტოკოლებს კიბერსაფრთხეების მართვისთვის, რასაც ადგილი აქვს ახალი ციფრული შესაძლებლობების პირობებში. 

ჩვენ მიერ მომზადებული ახლო მომავლის პროგნოზის სერიების გათვალისწინებით, ვიფიქრეთ, რომ ცუდი არ იქნებოდა დაგვენახა, თუ როგორ მივყვებით აღნიშნულ პროგნოზებს. საწარმოო სფეროს ტრანსფორმირების დაჩქარებული ტემპების გამო, ჩვენ გავაკეთეთ 2020 წლისთვის მომზადებული პროგნოზის ანალიზი და დავურთეთ კომენტარები თავდაპირველ პროგნოზებს, ასევე წარმოვადგინეთ რამდენიმე ახალი პროგნოზი 2023 წლისათვის. 

რაც შეეხება სამთო მრეწველობას, აღნიშნული რეპორტი მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია. 

წარმოგიდგენთ ჩვენს გლობალურ პროგნოზებს იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვებენ ინოვაციებს სამთო მრეწველობის კომპანიები 2023 წლისათვის:


1. დაჩქარდება კონკურენცია იშვიათი მიწების მოპოვებაზე, რადგან მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა გავლენას ახდენს გლობალურ ვაჭრობაზე და ქვეყნები იბრძვიან ლიდერობისთვის წარმოებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებში. 


2. მეორადი კაპიტალის მოზიდვა წარსულის ცნება გახდება. ალტერნატიულ ფინანსურ გადაწყვეტებზე გადასვლა, რაც შეამსუბუქებს ტვირთს სამთო მომპოვებელი კომპანიების ბალანსზე, უფრო პოპულარული გახდება, რაც ძლიერად დაარტყამს საფონდო ბირჟებს. 


3. სამთო მომპოვებლები ინვესტორების მხრიდან ზეწოლის გამო გადაშლილი წიგნებივით იქნებიან, რომ მოახდინონ თავიანთი საქმიანობისთვის სოციალური ლიცენზიის დემონსტრირება. ისინი გამოიყენებენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას საკუთარი ოპერაციების ვალიდაციისთვის. 


4. ხელოვნური ინტელექტი ჩვეულებრივი მოვლენა გახდება სამთო მოპოვებაში, რადგან მომპოვებლები იყენებენ მას ჭკვიანი სენსორების და მანქანური შემაერთებლების მონაცემების ინტერპრეტირებისთვის, ასევე მუშაობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გასაზრდელად უპილოტო ტექნოლოგიის გამოყენებითა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით. ეს ყველაფერი სამთო მოპოვებას ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო პროცესად აქცევს. 


 

ჩამოტვირთეთ სრული რეპორტი