• სატრანსფერო ფასწარმოქმნის სიახლეები #31 (ENG)
საინფორმაციო ბიულეტენი:

სატრანსფერო ფასწარმოქმნის სიახლეები #31

26 ივლისი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე.

სატრანსფერო ფასწარმოქმნა სულ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების მიზეზი ხდება საგადასახადო კანონმდებლობებში მსოფლიოს მასშტაბით. ბიდიოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სიახლეების 31-ე ნომერი ეთმობა ბოლოდროინდელ მოვლენებს სფეროში საერთაშორისო დონეზე, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბრაზილია, ირლანდია, მაროკო, პანამა, საუდის არაბეთი და გაერთიანებული სამეფო. გამოცემაში წაიკითხავთ თუ რა ძირითადი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში ან იგეგმება, ასევე გაეცნობით საინტერესო სიახლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

ბიდიო წარმოგიდგენთ სიახლეებს ტრანსფერული ფასწარმოქმნის მიმართულებით, რომელიც მოვამზადეთ ჩვენ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით ზემოხსენებული ქვეყნებიდან. იმედი გვაქვს, რომ გამოცემა იქნება სასარგებლო და ინფორმაციული. თუ გსურთ მიიღოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, ნებისმიერ წარმოდგენილ საკითხზე ან გსურთ განიხილოთ მისი გავლენა თქვენს ბიზნესზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს, რომელიც მითითებულია თითოეული ქვეყნისთვის.

ბიულეტენში განხილული მასალები განკუთვნილია ზოგადი ინფორმაციის მიწოდებისთვის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფესიული კონსულტაციის გარეშე თქვენი, კონკრეტული გარემოებებისთვის.