• საკანონმდებლო მაცნე - ცვლილებები კანონში თამბაქოს შესახებ
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე - ცვლილებები კანონში თამბაქოს შესახებ

22 მაისი 2018

2018 წლის 1 მაისსთამბაქოს შესახებ საქართველოს კანონშიგათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევიდა

კანონის 10 (11) მუხლის მიხედვით თამბაქოს მოწევა ნებადართულია:

  • ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილებსა და სამორინეებში
  • ასევე აეროპორტის სატრანზიტო ზონებსა და თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარებში
  • პენიტენციურ დაწესებულებებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში
  • ლიცენზიებისა და ნებართვების საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარეში დაიშვება მხოლოდ სიგარის მოხმარება.


სხვა, ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, რომლებიც არ გვხვდება კანონის 10(11) მუხლში,  იკრძალება თამბაქოს მოხმარება.

უფლება-მოვალეობები
 
იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, მეწარმე სუბიექტი, თუ პირთა გაერთიანება, ასევე საჯარო დაწესებულება, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (შემდგომში დაწესებულება) ვალდებულნი არიან, რომ საქმიანობის განხორციელების - ყველა შესასვლელსა და თვალსაჩინო ადგილზე განათავსონ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ამსახველი წესებიშესაბამისი წარწერა და ნიშანი, რომელიც ასახავს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და ვალდებულია მიუთითოს იმ ფიზიკური პირისა და დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონი, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი დაირღვა თამბაქოს მოხმარების წესები.

პასუხისმგებლობა
 
თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები გაწერილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.  

დაწესებულება იმ შენობა/ნაგებობაში ან მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა და სადაც თამბაქოს მოხმარება არ არის ნებადართული, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული წესების, შესაბამისი წარწერისა და ნიშნის განუთავსებლობისათვის, ან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გაწერილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი ქმედება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარს წარმოადგენს იმ შემთხვევაში თუკი თამბაქოს მოწევა განხორციელდა  მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებას წარმოადგენს  (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, სახურავი, ლიფტი და სხვა), ხოლო განმეორებითი შემთხვევა ითვალისწინებს 100 ლარით ფიზიკური პირის დაჯარიმებას.

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისათვის დაუკავშირდით თავად კონკრეტული ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს ან პატრულს.