ექსპერტის მოსაზრება:

საერთაშორისო კორპორატიული დაბეგვრის სამყარო 2019-სა და მომავალში

12 სექტემბერი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

ნებისმიერ ბიზნესს გლობალურ ბაზარზე გასვლა სწრაფად შეუძლია, თუმცა წარმატებისთვის მან უნდა შეძლოს ნავიგაცია კორპორატიული საერთაშორისო დაბეგვრის თანამედროვე გარემოში. ბიდიოს საგადასახადო მიმართულების გლობალური ხელმძღვანელი რობერტ აზიზი (Robert Aziz) გვიზიარებს თავის მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი დღეს საერთაშორისო დაბეგვრის გარიგებების დროს. მოცემული სტატია აჯამებს მნიშვნელოვან მომენტებს ინტერვიუდან, რომელიც ბიზნეს დებატებისთვის #Global Thought Leaders 2019-ის სერიის ფარგლებში ჩაიწერა. ინტერვიუს სრული ჩანაწერი შეგიძლიათ მოისმინოთ აქვე. 

დღევანდელი ბაზარი მართლაც გლობალურია. კომპანიებს (სტარტაპებსა თუ შემდგარ ბიზნესებს), რომლებიც გლობალურ მასშტაბებზე გადიან, კომპლექსური - ადგილობრივი და საერთაშორისო დაბეგვრა უწევთ. 

საგადასახადოს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გადასახადის გადახდა უნდა წარმოებდეს იქ, სადაც იქმნება ღირებულება. დღეს ღირებულების შექმნაში მთავარი განმსაზღვრელია ვინ იღებს ბიზნესში პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რას და საიდან აწარმოებს. ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა ბიზნესში ოპერაციულ დონეზე დგება. ჩვენი გამოცდილებით, იმგვარი საგადასახადო მიზნების ქონა, რომელიც არ შეესაბამება ბიზნესის მუშაობის რეალურ სტილს, ამ ბიზნესს წარმატებას ვერ მოუტანს. 

საგადასახადო კონსულტანტებს უნდა ესმოდეთ როგორც ბიზნესმოდელები, ისე საგადასახადო კანონმდებლობა და სწორად ჰქონდეთ გააზრებული რისკები და გავლენა რეპუტაციაზე. ბიდიოში გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის შესაძლებლობების გაფართოვება. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას ფიქრობენ ისინი და არა მხოლოდ ის, თუ რა იციან მათ. ჩვენი მიზანია, რომ შევძლოთ ვუთხრათ კლიენტს: "თქვენს ადგილას ასე მოვიქცეოდი". ეს არ არის მხოლოდ პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიმღები პირის წინაშე. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, დავეხმაროთ კლიენტს გადაწყვეტილების რეალიზებაში და მყარად დავიცვათ ეს გადაწყვეტილება კლიენტის სახელით, თუკი ამის საჭიროება იქნება. 

დღეს ტექნოლოგიები სასიცოცხლო როლს თამაშობს გადასახადებში. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გამოიყენოს ტექნოლოგიები საგადასახადო მონაცემების შეგროვებისა და შენახვისთვის თავისი საქმიანობის ირგვლივ, ასევე ხარჯების ოპტიმიზაციისთვის. ჩვენ გვყავს ექსპერტები საგადასახადო ტექნოლოგიების მიმართულებით, რომლებიც კლიენტებს დაეხმარებიან ტექნოლოგიური ინსტრუმენტების (როგორც ჩვენი, ისე გარე) შესწავლაში. 

დღეს ბიზნესი საკმარისი წნეხის ქვეშ იმყოფება დიდი მოცულობის საგადასახადო მონაცემების დროული და ზუსტი დამუშავების გამო. ტექნოლოგიები ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთი გზა ნამდვილად არის, თუმცა მას იგივე წარმატებით გაუმკლავდება გამართული საგადასახადო სისტემა. უმჯობესია სისტემა თავიდანვე სწორად შემუშავდეს, ვიდრე მოგვიანებით საჭირო გახდეს მისი გამოსწორება. ამას შეუძლია გამოიწვიოს ჯარიმები და დასჭირდეს დიდი დრო. 

კორპორატიული საერთაშორისო დაბეგვრის ნაწილში ერთ-ერთი აქტუალური თემაა გადასახადი ციფრულ მომსახურებაზე, რომლის გადახდაც წარმოებს იქ, სადაც კლიენტი იმყოფება და არამხოლოდ იქ, სადაც რეალურად ბიზნესი იწარმოება. ამდენად, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმაზე სამსჯელოდ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სამართლიანი და რეალურად მუშა საგადასახადო სისტემა ჩვენს თანამედროვე, გლობალურ ეკონომიკაში - სად შეიძლება დისტანციურად შემოსავლის გამომუშავება (შესაბამისად, გადასახადის გადახდისგან გათავისუფლება ისეთ ქვეყნებში, სადაც ბიზნესს ბევრი კლიენტი ჰყავს, მაგრამ არ ეწევა ადგილობრივ, შემოსავლიან საქმიანობას). აღნიშნული თემა საჭიროებს გლობალურ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ რეალურად იმუშაოს პრაქტიკაში.  

დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სამართლიანი და მუშა გლობალური საგადასახადო სისტემა ჩვენს თანამედროვე, გლობალურ ეკონომიკაში, ხშირად იწყება იმ შეხედულებით, თითქოს ზოგიერთი მსხვილი, გლობალური კომპანია ცოტა გადასახადს იხდის. ეს სამწუხაროა, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, ამიტომ თუ ადრე მთელ მსოფლიოში გადასახადის შემცირება შეიძლებოდა, ახლა შეუძლებელია. გარდა ამისა, ამ თემის განხილვის დროს ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ის გარემოება, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით, ცდილობს ბიზნესს შესთავაზოს საგადასახადო შეღავათები წახალისებისთვის. ამ შეღავათებით სარგებლობისთვის საჭიროა რეალური ინვესტიციები კომპანიისგან, რათა შეიქმნას საკმარისი ოპერაციული პოტენციალი კონკრეტულ ტერიტორიაზე. 

ჩვენი რჩევა ყოველთვის იქნება დაფუძნებული თქვენი, კონკრეტული კომპანიის ბიზნესმოდელზე, იმაზე თუ რა უნდა განხორციელდეს წარმატების მისაღწევად. საგადასახადო პროფილი შესაძლოა ოპტიმიზირდეს ამ მოდელის ირგვლივ. თუ ეს საჭირო ფორმით განხორციელდება, მან უნდა მიგვიყვანოს კონკურენტულ და მდგრად გლობალურ, საგადასახადო განაკვეთამდე.