This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • საგადასახადო სიახლეები - 2/2019 (ENG)
საინფორმაციო ბიულეტენი:

რედაქტორის წერილი

11 ივნისი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

ძვირფასო მკითხველებო,

წარმოგიდგენთ ბიდიოს საგადასახადო სიახლეების ახალ, ზაფხულის გამოცემას ჩვენთვის, ვინც ევროპაში ვცხოვრობთ.  

როგორც ყოველთვის, გასულ პერიოდში ადგილი ჰქონდა ძალიან ბევრ საგადასახადო მოვლენას, ამიტომ ვფიქრობ, რომ შეძლებთ გამოცემაში იპოვოთ თქვენთვის საინტერესო სტატია. 

ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს საერთაშორისო კლიენტებს გავუწიოთ სასარგებლო კონსულტაციები, რისთვისაც ვფოკუსირდებით უფრო მჭიდრო, საქმიანი და ტექნიკური თანამშრომლობა დავამყაროთ ჩვენს კონსულტანტებთან 162 წევრ ფირმაში. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა გვეხმარება კლიენტებს მივაწოდოთ დროული, "ერთიანი" რჩევები. 

ერთ-ერთი რეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ ვაწყობთ პერსონალურ და ტექნიკურ თანამშრომლობას ჩვენს ფირმებს შორის, არის ვორქშოპი "დღგ ფინანსურ სერვისებში", რომელიც გასულ თვეში, ამსტერდამში ჩავატარეთ. შეხვედრას ბიდიოს 20-ზე მეტი წევრი ფირმის 30 წარმომადგენელი ესწრებოდა. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალში ეს ძირითადი ჯგუფი უფრო მჭიდროდ იმუშავებს ფინანსურ სერვისებთან დაკავშირებულ საკითხებზე. Yammer -ის შიდა პორტალზე მოხდება გამოცდილების გაზიარება, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი ფირმების, ისე კლიენტებისთვის. 

და ბოლოს, ივნისში, მიუნხენში ჩატარდება ბიდიოს გლობალური საგადასახადო კონფერენცია, რაც 380 კოლეგას საშუალებას მისცემს შეისწავლონ ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რასაც ჩვენი ცვალებადი სამყარო ქმნის. 

საუკეთესო სურვილებით, მზიანი დუბლინიდან! 

ივორ ფერიკი (Ivor Feerick) 

Chair - BDO International Indirect Tax Centre of Excellence Committee


მოცემულ ნომერში წარმოდგენილია არგენტინაში, ბაჰრეინში, ბელგიაში, კანადაში, საფრანგეთში, ინდოეთში, იაპონიაში, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები. დეტალები ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე