• რისკ ფაქტორების კვლევა ტელეკომუნიკაციების სფეროში 2018 (ENG)
რეპორტები:

რისკ ფაქტორების კვლევა ტელეკომუნიკაციების სფეროში 2018

17 ივლისი 2018

მასალის ორიგინალი ვერსია მომზადებულია ბიდიო გლობალის მიერ

მაშინ, როცა ზოგიერთი რისკი ერთი შეხედვით იკლებს, ახალი რისკები ჯერ კიდევ ჩნდება. კარდინალური ცვლილებები პოლიტიკურ, საქმიან და ეკონომიკურ სფეროში ახალი რისკების გაჩენას იწვევს, ამიტომ სატელეკომუნიკაციო სფერო უნდა ადაპტირდეს სწრაფად ცვალებად საბაზრო მოთხოვნებთან და ტექნოლოგიური ინოვაციების ასევე გაზრდილ ტემპებთან მიმართებაში.

ხანმოკლე რისკების (რომელთა წინასწარ აღმოჩენა შეუძლებელია) და ხანგრძლივი რისკების პირობებში, ტელეკომუნიკაციის სფეროში გამარჯვებული არიან ის კომპანიები, რომლებიც აქტიურად ეძებენ მათი ფასეულობების განახლებისა და გაფართოების გზებს სფეროს რისკების მართვის მიზნით.

მოცემულ კვლევაში წარმოდგენილია 2018 წლის ის რისკ ფაქტორები, რომელთა წინაშეც სატელეკომუნიკაციო სფერო დგას. რეპორტი ითვალისწინებს დაახლოებით 60 სატელეკომუნიკაციო კომპანიის რისკებს მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკის, EMEA-სა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებს.

რეპორტის მეოთხე გამოცემა ასევე გამოყოფს და აანალიზებს განმეორებად ტენდენციებსა და მიმდინარე ცვლილებებს სატელეკომუნიკაციო სივრცეში. ბევრი მათგანი ძველებურად ქმნის როგორც ახალ პრობლემებს, ისე შესაძლებლობებს.

იდენტიფიცირებული ტოპ 5 რისკი

2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში განხილული იყო ციფრულ ტრანსფორმაციასთან, მარეგულირებელ ვალდებულებასთან, კიბერომების ზრდასთან, მაკროეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვალებადობასთან, ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკები. ეს რისკები მიმდინარე წელს ისევ პრობლემად რჩება ბევრი ოპერატორისთვის.

ამის მიუხედავად, რისკების ლანდშაფტი ცვლილებას აგრძელებს. 2018 წელს დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი რისკები, რომელიც ტელეკომუნიკაციების სფეროს ემუქრება, შეიძლება შემდეგ თემებად დაჯგუფდეს:

  1. უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსი (ENG)
  2. მზარდი კონკურენცია (ENG)
  3. ახალი ტექნოლოგიების სწრაფი გაჩენა (ENG)
  4. ფინანსებთან ხელმისაწვდომობა (ENG)
  5. საპროცენტო განაკვეთის ზეწოლა (ENG)

ჩამოტვირთეთ რეპორტი