პუბლიკაცია:

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გავიტანოთ ბუღალტერია აუთსორსზე

05 ივნისი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო კანადის ვებგვერდზე

გადაწყვეტილების მიღება ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსზე გატანის შესახებ, მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. ამ პროცესში ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის კრიტიკულია იმის შეფასება, არის თუ არა ასეთი კომპლექსური მომსახურება ის, რაც ორგანიზაციას სჭირდება. 

იმისთვის, რომ კარგად წარმოგვეჩინა აუთსორსინგ მომსახურების დადებითი მხარეები, ჩვენ გავაერთიანეთ ის 10 მიზეზი, რის გამოც ორგანიზაციები ბუღალტრული აღრიცხვისთვის აუთსორსინგს მიმართავენ. ეს დაგეხმარებათ მიხვდეთ თუ რისი მიღება შეუძლია თქვენს ორგანიზაციას თუკი თავადაც ასე გადაწყვეტთ.

 1. დაკონცენტრირდით თქვენს ძირითად საქმიანობაზე

ბიზნესის მფლობელი იმ საქმეშია საუკეთესო, რისი კეთებაც ყველაზე კარგად იცის. თუ შრომატევად ბუღალტრული აღრიცხვის ფუნქციას აუთსორსზე გაიტანთ, თქვენ შეძლებთ ყურადღება სრულად დაუთმოთ ყოველდღიურ საქმიანობას და ბიზნესის განვითარებას. 

 2. მსოფლიო კლასის გამოცდილება

მაღალი კლასის პროფესიონალის პოვნა ბუღალტური აღრიცხვის მიმართულებით იოლი არ არის. რეალურად პროფესია არ რეგულირდება, რაც მხოლოდ აღრმავებს ამ პრობლემას. ბუღალტრული აღრიცხვის მცოდნე აუთსორსერისთვის გადაბარებით კომპანიას ხელი მიუწვდება მაღალი კლასის ცოდნასა და გამოცდილებაზე, ამასთან, მომსახურების გაწევას ახორციელებენ მისაღებ ფასად. 

 3. საკადრო დაფარვა

ბუღალტრული მომსახურების პროვაიდერი ხარისხსაც შემოგთავაზებთ და საჭირო რაოდენობის პროფესიონალებსაც. ბიზნესის ბევრ მფლობელს ხშირად აქვს იმის შიში, რომ ბუღალტერი არ იქნება ხელმისაწვდომი, როცა მისი ბიზნესი ყურადღებას მოითხოვს. კონკრეტულ პრობლემებად სახელდება: კადრების გადინება, შვებულება, ავადმყოფობა და სეზონური პიკი. აუთსორსინგ კომპანია გთავაზობთ კლიენტისთვის შეკრებილ ცალკე გუნდს, რომელიც დაფარავს თქვენი ბიზნესის ყველა საჭიროებას ზედმეტი თავსატეხისა და ზედნადები ხარჯების გარეშე. 

 4. სრული ინფორმირებულობა

საგადასახადო ცვლილებების თვალის მიდევნება კრიტიკულია. მათი მხედველობიდან გამორჩენა ძალიან სწრაფად დაგაყენებთ ჯარიმების და საგადასახადო შესაბამისობის დარღვევის რისკის წინაშე. აუთსორსინგ მომსახურება ერთგვარი გარანტიაა, რომ ვიღაც ყოველთვის ადევნებს თვალს საგადასახადო სფეროს ადეკვატური რეაგირებისთვის. 

 5. მონაცემების გარდაქმნა რეალურ შედეგებად

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მონაცემებით იმართება. რა არის ბიზნესის მთავარი პრობლემა? ამ მონაცემებთან წვდომა იმგვარად, რომ შესაძელებლი იყოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. თანამედროვე პროფესიონალი აუთსორსერი უზრუნველყოფს კრიტიკულ ხედვას KPIs-ზე, რაც შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას ოპერაციებისა და შემოსავლიანობის გასაუმჯობესებლად. 

 6. ფინანსური მონაცემების დაცვა

ორგანიზაციის ფინანსური მონაცემები ხელმისაწვდომია კიბერთავდასხმებისთვის. მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ბიზნესის დაცვა ბიზნეს ოპერაციებს კიდევ უფრო ართულებს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ბევრი ორგანიზაცია ამ სირთულეებს მესამე მხარეს გადასცემს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

 7. რენტაბელობის ზრდა

ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგზე გადაცემა მხოლოდ ხარჯების დამზოგავ ნაბიჯად არ უნდა ჩაითვალოს, აღრიცხვასთან დაკავშირებული თემები გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეა ბიზნესისთვის. თუმცა ბუღალტრული ფუნქციის აუთსორსინგზე გატანას ამ თვალსაზრისით შესამჩნევი ეფექტი აქვს - ზოგავს ზედნადებ ხარჯებს და არ დაგაყენებთ ფარული დანახარჯების წინაშე, როგორიცაა თაღლითობა, ჯარიმები და შეცდომები. 

 8. ბიზნესის მასშტაბებზე მორგება

როცა ბიზნესის მფლობელს ბუღალტრული აღრიცხვა აუთსორსინგზე გააქვს, თვალი მომავლისკენაც უჭირავს. კომპანიის ზრდასთან ერთად აღრიცხვის საჭიროებებიც იზრდება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სერვისის პროვაიდერს შეეძლოს ბიზნესის განვითარების მასშტაბებს ფეხი აუწყოს. ამგვარი მოქნილობა აუთსორსინგის რეალური ბენეფიტია.

 9. შიდა რესურსების გამოთავისუფლება 

კომპანიებს განსაზღვრული რაოდენობის თანამშრომლები ჰყავთ. ბუღალტრული აღრიცხვის მესამე მხარისთვის გადაცემით, კომპანიას შეუძლია ისეთ ამოცანებზე გაანაწილოს თავისი კადრები, რომ ბიზნესს მეტი ღირებულება შემატოს. 

 10. აუთსორსინგზე გადასვლა უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

ბევრი მიზეზის გამო, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგზე გატანას უკავშირდება, კომპანიის ხელმძღვანელები ხშირად სვამენ შეკითხვას: როგორ მოახერხებს პროვაიდერი ჩემი მონაცემების მიგრაციას და რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს? ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად მოსთხოვეთ მომწოდებელს გარდამავალი პროცესების გეგმა. კარგი ამბავი ისაა, რომ თანამედროვე, წამყვანი საბუღალტრო გადაწყვეტილებები აუთსორსინგზე გადასვლას გაცილებით სწრაფად უზრუნველყოფს და პროცესში ზიანის ალბათობა მინიმალურია.