• წარმატებული ბიზნესგეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტები (ENG)
სტატია:

წარმატებული ბიზნესგეგმის მთავარი კომპონენტები

04 ივლისი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო ავსტრალიის ვებგვერდზე.

ბოლოს ბიზნესტრატეგია როგორ შეიმუშავეთ? დიდი ალბათობით, გააანალიზეთ თქვენი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც და გასული ამბებიც. თუმცა ჩვენს დროში მუდმივი ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიაზე მუშაობა მომავლის ჭრილში დაიწყოთ.  

რა გვაქვს მარაგში? შეკითხვები მომავლის შესახებ 

როცა ბიზნესტრატეგიის შემუშავებას დაიწყებთ, დაუსვით თქვენს თავს ეს მნიშვნელოვანი შეკითხვები:

  1. ვინ შეიძლება იყვნენ ჩემი მომავალი კლიენტები?
  2. რა პროდუქტებსა და სერვისებს შეიძენენ ისინი?
  3. როგორ წარმართავენ კლიენტები ბიზნესს მომავალში?
  4. რა ფორმით გვექნება კომუნიკაცია? 

ამ შეკითხვების გააზრება დაგეხმარებათ შექმნათ ბიზნესმოდელი, რომელიც შეძლებს განვითარებას და იქნება წარმატებული არასტაბილურობის პირობებშიც კი. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ სასურველი სტრატეგია კი განახორციელოთ, მაგრამ ამასობაში გაჩენილი შესაძლებლობები უბრალოდ დაკარგოთ.

თქვენი დინამიური ბიზნესმოდელი და მისი წარმატების შეფასება 

მხოლოდ ბიზნესსტრატეგიის შემუშავება საკმარისი არ არის. თქვენ ასევე უნდა იცოდეთ წარმატებული აღმოჩნდა ის თუ არა. ამის შეფასების საკვანძო ინდიკატორი კი ბიზნესის ღირებულებაა. 

თქვენი ბიზნესის მიმდინარე ღირებულების ცოდნა კრიტიკულია იმის დასადგენად, რამდენად წარმატებულად მოხდა სტრატეგიის შემუშავება. საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს "შევქმენი  თუ არა უფრო მეტი ღირებულება ჩემი სტრატეგიის შედეგად, თუ პირიქით"? როგორც კი გაიგებთ ბიზნესის ღირებულების სტრუქტურას, უკვე შეძლებთ გაიგოთ თუ რა ბერკეტების მართვაა საჭირო მისი გაზრდისა და ამ ელემენტების თქვენს სტრატეგიაში ჩადებისთვის. 

იმ პრინციპით მუშაობა, რომ ბიზნესი ყოველთვის იყოს მზად ინვესტორისთვის ან გასაყიდად, ასევე თქვენი ბიზნესის მიმდინარე და მომავალი ღირებულების ცოდნა, აუცილებლად დაეხმარება ბიზნესს წარმატებაში. 

დაგვიკავშირდით და გაიგეთ მეტი ბიზნესსტრატეგიის შემუშავების შესახებ თქვენი ბიზნესის ღირებულების ზრდისთვის.