პუბლიკაცია:

ქსელური რითეილის სრულყოფილი ავტომატიზაცია თანამედროვე ERP სისტემაში

25 თებერვალი 2019

გამართული ERP სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება ბიზნეს პროცესების დაგეგმვა, კონტროლი, ავტომატიზაცია და აღრიცხვა, FMCG ქსელური რითეილერებისთვის უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. BDO Solutions-ი ინდუსტრიას სთავაზობს 1C ERP-ის, რომელიც ქსელურ რითეილერებს მნიშვნელოვნად გაუადვილებთ საქმიანობას და გაზრდის კომპანიის მომგებიანობას. ასევე, მაღალი დონის ავტომატიზაციით, მინიმუმამდე შეამცირებს ადამიანურ შეცდომებსა და არასწორი დაგეგმვით მიღებულ დანაკარგებს.

BDO Solutions-ის დეველოპერთა გუნდი მუდმივად მუშაობს 1C ERP-ის კიდევ უფრო განვითარებაზე და ცდილობს მაქსიმალურად მოარგოს ის კლიენტების საჭიროებებს. ამასთან ერთად, BDO Solutions-ის მხარდაჭერის პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის მზადაა უზრუნველყოს კლიენტის სისტემის შეუფერხებელი მუშაობა. გუნდმა 2018 წელს შემოსული საკითხების 98,5%-ზე წარმატებული და რაც მთავარია, დროული რეაგირება შეძლო.

პროგრამის განვითარებისადმი მზაობა, ოპერატიული მხარდაჭერა და სისტემის მუდმივად მზარდი ფუნქციონალი, ის თვისებებია, რომელიც განასხვავებს BDO Solutions-ის მიერ წარმოდგენილ 1C ERP-ის ბაზარზე არსებულ სხვა ERP სისტემებისგან.

მსხვილმა ქსელურმა რითეილერებმა - „ორი ნაბიჯი“, „ფუდმარტი“, „სუფთა სახლი“ და სხვებმა - დანერგეს BDO Solutions-ის მიერ შეთავაზებული 1C ERP სისტემა და უკვე იღებენ ისეთ მნიშვნელოვან სარგებლებს, როგორიცაა:

პროგრამაში შესაძლებელია მოწოდების პირობების წინასწარ განსაზღვრა და შესყიდვის დროს მომწოდებელთან შეთანხმებული ფასებისა და ფაქტიური შემოსვლის შესაბამისობის კონტროლი. სისტემას გააჩნია საქონლის მიღების მოსახერხებელი სამუშაო ადგილი, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით კონტროლდება ფაქტიური შესყიდვის შესაბამისობა შეკვეთასა და ზედნადებთან. მომხმარებელი დროულად გაიგებს მომწოდებლის მიერ პროდუქტზე ფასის ცვლილებას და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას მარჟის შესანარჩუნებლად. ფაქტობრივად მიღებული საქონლის დაფიქსირება შესაძლებელია შტრიხკოდის სკანერით ან მობილური მოწყობილობით.
პროგრამა ავტომატურად აგენერირებს ოპტიმალური შეკვეთის მოცულობას 30 მდე პარამეტრის გათვალისწინებით, მათ შორის: წარსული პერიოდის გაყიდვების სტატისტიკა, სადაზღვევო მარაგი, არსებული ნაშთი, უკვე შეკვეთილი მარაგი და ა.შ. შესაძლებელია მომწოდებლებთან შეკვეთების ავტომატური დაგზავნა მეილის საშუალებით.
გადახდების კალენდარი ითვლის და ასახავს მომწოდებლებისთვის გადასახდელ თანხებს დღეების მიხედვით, შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით. გადახდის თარიღის განსაზღვრა შესაძლებელია კვირის დღეების, თვის რიცხვისა და დროის ინტერვალების მიხედვით, ბუფერული დღეების გათვალისწინებით. გადასახდელი თანხის გამოთვლა შესაძლებელია როგორც შესყიდული, ასევე რეალიზებული საქონლის მიხედვით. სურვილის შემთხვევაში, გადასახდელი თანხა კორექტირდება ქეშბექით ან სხვა დებიტორული დავალიანებებით. პროგრამაში მხარდაჭერილია ერთ მომწოდებელზე ერთდროულად სხვადასხვა პირობით ანგარიშსწორება. ამასთან, ავტომატურად ფორმდება გადახდები პაკეტურად და იტვირთება ინტერნეტბანკში.
1C ERP-ის საშუალებით, შესაძლებელია როგორც მაღაზიების, ასევე პროდუქტების კატეგორიზაცია და შემდეგ, სხვადასხვა კატეგორიის ობიექტებისთვის შესაბამისი ასორტიმენტების განსაზღვრა. პროგრამა ავლენს სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებს ABC/XYZ ანალიზით. პროდუქტების შეფასება ხდება ორი განზომილებით - რამდენად შემოსავლიანი (თანხობრივი/რაოდენობრივი) ან მომგებიანია პროდუქტი და რამდენად სტაბილურად იყიდება.
სისტემაში ფასთა დადგენა მხარდაჭერილია განუსაზღვრელი რაოდენობის კატეგორიის მიხედვით. გარდა ამისა, შესაძლებელია პროდუქტების კლასიფიცირება საფასო ჯგუფების მიხედვით, მაგალითად - „პრემიუმ კლასის პროდუქტები“. პროგრამაში ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება სხვადასხვა ტიპისა თუ ზომის საფასარების შექმნა და ბეჭდვა. შტრიხკოდები გენერირდება და იბეჭდება წონისა და რაოდენობის მიხედვით. პროდუქციის გადაფასების დროს მაღაზიაში ავტომატურად იგზავნება საფასარების ბეჭდვის დავალება, რაც უზრუნველყოფს საფასარების დროულ შეცვლას და გამორიცხავს საფასარისა და პროგრამაში არსებული ფასების შეუსაბამობას. სისტემაშივე შესაძლებელია პროდუქციის კონკურენტუნარიანობის კონტროლი ფასების ბენჩმარკინგით.
ფასდაკლების დაწესება შეიძლება რაოდენობრივად და თანხობრივად, დროის, კვირის დღეების, მაღაზიის, საქონლის სეგმენტის ან/და გაყიდული საქონლის კომბინაციის მიხედვით. შესაძლებელია როგორც პროცენტული ფასდაკლების, ასევე სპეცფასისა და საჩუქრის დაწესება. სისტემაშივე ხდება პარტნიორი კომპანიების ვაუჩერების აღრიცხვა და მათი გაცემა. მომხმარებელს თავად შეუძლია განსაზღვროს ფასდაკლების დაანგარიშების ლოგიკა, რამდენიმე ტიპის ფასდაკლების ერთდროულად მოქმედების დროს. განხორციელებული ფასდაკლებების ანალიზით იდენტიფიცირდება ყველაზე ეფექტიანი მარკეტინგული აქციები.
დაგროვების მოქნილი პროგრამის აწყობა, რაც გულისხმობს ღირებულების პროცენტის მიხედვით ან ქულებით დაგროვებას, როგორც სრულ, ასევე გარკვეულ პროდუქტებზე. შესაძლებელია ქულების დაგროვების პრინციპი დამოკიდებული იყოს როგორც კონკრეტული შესყიდვის ოდენობაზე, ასევე უკვე დაგროვილ ქულებზე. კლიენტს საშუალება აქვს დაგროვილი ქულებით პროდუქტის ღირებულება გადაიხადოს სრულად ან ნაწილობრივ, ან/და მიიღოს შესაბამისი ფასდაკლება. ამასთან ქულების დაგროვება/გახარჯვის ბუღალტრული ასახვა ხორციელდება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (IFRIC 13).
სისტემა საცალო ოპერაციებზე ავტორიზაციების აწყობის საშუალებას იძლევა, მაგალითად, ჩეკის გაუქმებაზე, გატარებული პროდუქტის წაშლაზე და ა.შ. ავტორიზაციის გავლა ხდება ბარათით ან პაროლის შეყვანით და ავტორიზაციების ისტორია ინახება სისტემაში. შესაძლებელია ჩეკის დროებითი გადადება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურებს დროს და შესაბამისად, რიგების რაოდენობას. გადადებული ჩეკის შემთხვევაში შეუძლებელია ცვლის დახურვა, რაც გამორიცხავს თაღლითობის ფაქტებს. ცვლის დახურვა, როგორც წესი, ვაჭრობის შემაფერხებელი პროცესია, თუმცა, 1C ERP-ში შესაძლებელია სალაროს ცვლის ავტომატურად დახურვის აწყობა, რაც ამ პროცესს უმტკივნეულოს ხდის. სისტემა მაქსიმალურად ინტეგრირებულია სავაჭრო მოწყობილობებთან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების რაოდენობას. ობიექტის გამართული მუშაობა არ არის დამოკიდებული ცენტრალურ ბაზებთან წვდომაზე, ქსელის გამართულობასა თუ ინტერნეტის არსებობაზე - ოპერაციების შესრულება შესაძლებელია ოფლაინ რეჟიმში.
სისტემაში კორპორატიულ კლიენტებზე რეალიზაციის დაფიქსირება შესაძლებელია საცალო ინტერფეისიდანვე - ნებისმიერ მოლარეს შეუძლია მოემსახუროს კორპორატიულ კლიენტს. ზედნადებები კი ავტომატურად აიტვირთება Rs.ge-ზე. სალაროსთავე კონტროლდება ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი კლიენტები და მათზე ანგარიშსწორების გარეშე საქონლის გაცემა არ ხდება. სისტემაში აღირიცხება კორპორატიული კლიენტების მინდობილი პირები და პროგრამაშივე მოწმდება მინდობილობის არსებობა კომპანიის წარმომადგენელზე.
1C ERP-ში თითოეული მაღაზიისათვის იქმნება პერიოდის ინვენტარიზაციის გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის ჯგუფების მიხედვით ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა და სირთულე. გამარტივებულია საქონლის აღწერა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც შტრიხ-კოდის სკანერით, ასევე სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებითაც. საქონლის ჯგუფების მიხედვით კონტროლდება გამოვლენილი დანაკლისის გადახრა პროგრამაში დადგენილი ლიმიტისგან. რაც მთავარია, ინვენტარიზაცია ტარდება ისე, რომ არ არის საჭირო სალაროს დახურვა და მაღაზიაში არ ფერხდება გაყიდვები.
სისტემაში შესაძლებელია მცირე ვადის მქონე საქონლის აღწერა. პროგრამა გატყობინებთ კონკრეტული პროდუქტის ვადის გასვლის მოახლოებას, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაგეგმოთ სასურველი მარკეტინგული აქცია ან მოახდინოთ მომწოდებელთან კომუნიკაცია. მცირევადიანი საქონლის ბმა ძირითად პროდუქტთან ნარჩუნდება, რაც ანალიზური ინფორმაციის მიღებისას ინფორმაციის სისრულეს უზრუნველყოფს.
1C ERP ინტეგრირებულია Microsoft Power BI სისტემასთან და მენეჯერებს შეუძლიათ გაყიდვების დეშბორდისა და ფინანსური ანგარიშგებების მიღება მობილურ აპლიკაციაში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. პროგრამაში შესაძლებელია რეპორტების ფორმირება ცხრილური და გრაფიკული ფორმით. სპეციალური მექანიზმი საშუალებას იძლევა თითოეულმა მომხმარებელმა შექმნას ერთი რეპორტის რამდენიმე ვარიანტი, დააფავორიტოს ისინი ან გაუზიაროს სხვა მომხმარებლებს. მეილების დაგზავნის უნიკალური მექანიზმი უზურნველყოფს მითითებული პერიოდულობით რეპორტების ავტომატურ დაგზავნას ცხრილურ ან pdf ფორმატში.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.