• ქალთა საერთაშორისო დღე 2019
პუბლიკაცია:

ქალთა საერთაშორისო დღე 2019

06 მარტი 2019

“Better the balance, better the world” - ბიდიო მხარს უჭერს ქალთა საერთაშორისო დღეს

ჩვენ საინტერესო დროში ვცხოვრობთ, დღევანდელი სამყარო უპრეცედენტო ცვლილებებს განიცდის. ბიდიოს მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს, რაც ბრენდისთვის თავისთავად ძლიერი დასაყრდენია, თუმცა ჩვენ ყოველთვის მომავალზე ვფიქრობთ და ვზრუნავთ. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მასში ჩადებულ გზავნილს - თანასწორი, დაბალანსებული შრომა სამყაროს უკეთესს ხდის.

კამპანიის #Balanceforbetter მთავარი არსი ნათლად აჩვენებს, რომ "ბალანსი არ არის ქალთა პრობლემა, ეს ბიზნესის პრობლემაა. გენდერული ბალანსი აუცილებელი პირობაა ეკონომიკისა და საზოგადოების წარმატებისთვის".

ბიდიო გლობალური ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიოს 162 ქვეყანაში 80,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნდობის გამყარებაში ჩვენი საქმისადმი და მომსახურებისადმი დაინტერესებული მხარეებისთვის.

ბიდიოში კარგად გვესმის, რომ მრავალფეროვნება ძალიან კარგია ჩვენი ხალხისა და ბიზნესისთვის. ბიდიო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოწოდებულია მხარი დაუჭიროს პროფესიონალ ქალებს თავის გუნდში და უზრუნველყოს მათი წარმატება ქალთა ინტეგრაციის სტრატეგიის გამოყენებით. ეს სტრატეგია აერთიანებს მთელ რიგ აქტივობებს პროფესიული განვითარებისა და სოციალური ნეთვორქინგისთვის, რომელიც ქალებს ყველა პროფესიულ როლში საშუალებას აძლევს,  მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, ისაუბრონ ღიად და გაუზიარონ რჩევები ბიზნესის რეალურ საკითხებზე. ბიდიოელი ქალები ყველა საფეხურზე იღებენ რეალურ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ცალსახად დაისახონ თავიანთი გზა კარიერული წინსვლისთვის.

ბიდიოს ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ფირმები ქმნიან მოქნილ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს და ამასთან, პროფესიულად აჯილდოვებენ თანამშრომლებს. სწორედ ასეთი დაბალანსებული მიდგომა ეხმარება ჩვენს ხალხს სისრულეში მოიყვანონ მათი ოცნებები და უზრუნველყონ ჩვენი კლიენტები მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებით.

#Balanceforbetter - მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბიდიოს ვებგვერდს, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეიქმნა.