• ტენდენციები და ძირითადი რეკომენდაციები 2019 წლისათვის
პუბლიკაცია:

ტენდენციები და ძირითადი რეკომენდაციები 2019 წლისათვის

18 აპრილი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო შვეიცარიის ვებგვერდზე

კიბერუსაფრთხოების სფეროს უახლესი ტენდენციების მიხედვით, მასობრივი კიბერდარღვევის რისკი, რომელიც მუდმივად იზრდება, ნეგატიურ გავლენას ახდენს კომპანიის რეპუტაციასა და საბაზრო ღირებულებაზე. ამდენად, ყველა კომპანიას კარგად უნდა ესმოდეს იმ ინფორმაციული აქტივების ღირებულება, რომელსაც ფლობს, ასევე გათვიცნობიერებული ჰქონდეს მონაცემთა დარღვევასთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების რისკი და შემდეგ გაითვალისწინოს უშუალოდ თავის ბიზნესთან დაკავშირებული ბენეფიტები და ცვლილებები რისკებში. ზემოთ მითითებული ყველა საკითხის გათვალისწინების შემდეგ, დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილება, რათა შეამციროს პოტენციური ან რეალური კიბერდარღვევის უარყოფითი შედეგები. 

მარტივად რომ ვთქვათ, ათასობით დოლარის დახარჯვით ზოგიერთ ან ყველა ძირითად რეკომენდაციაში, რომელიც კიბერუსაფრთხოებას უკავშირდება, როგორიცაა: ელექტრონული ფოსტისა და ქსელური საფრთხეების შეფასება, არსებული ხარვეზების შეფასება და ტესტირება შეღწევადობაზე, ფიშინგ ტესტირების დანერგვა და კიბერუსაფრთხოებაში საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება - დაგეხმარებათ შეამციროთ თქვენი კიბერხარვეზები, რაც საგრძნობლად შეამცირებს მონაცემთა დაკარგვის საფრთხეს და გაგიწევთ მილიონობით დოლარის ეკონომიას.

ჩამოტვირთვა

ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გთხოვთ მიმართოთ ანზორ მეხრიშვილს.