სტატია:

საპენსიო რეფორმა - რა იცვლება ბუღალტრისთვის?

27 დეკემბერი 2018

უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ საპენსიო რეფორმა რომ 2019 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში, მაგრამ  საინტერესოა რა იცვლება ბუღალტრისთვის რეფორმის ძალაში შესვლის მომენტიდან? 
 
2 სიტყვით რა არის და ვის ეხება:
შენატანის გაკეთება ევალება ყველა დასაქმებულს, რომელსაც კანონის მიღების მომენტში (2018 წლის 6 აგვისტოსთვის) 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.
 
საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია:
• დასაქმებული ქალებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს ან მანამდე გახდნენ 55 წლის
• დასაქმებული მამაკაცებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს ან მანამდე გახდნენ 60 წლის
• ისინი, ვინც 2018 წლის 6 აგვისტოს ან მანამდე გახდა 40 წლის, ავტომატურად ერთვებიან პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან 3 თვით. სქემიდან გამოსვლა შეუძლიათ მომდევნო 2 თვის განმავლობაში განცხადების საფუძველზე, დაკავებული თანხის დაბრუნებით.
• თვითდასაქმებულებისთვის, მიუხედავად ასაკისა
 
როგორია სქემა?
დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულის გარდა თავიანთი წვლილი შეაქვთ დამსაქმებელსა და სახელმწიფოს, რაც  შემდეგნაირად გამოიხატება: 2%+2%+2% თითოეულისთვის და გამოითვლება დასაქმებულის დაუბეგრავი შემოსავლიდან.
 
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რა შედის ხელფასში: თანამშრომლის დასაბეგრ შემოსავლად უნდა ჩაითვალოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი განაცემები, როგორიც არისმაგალითად: კვების, დაზღვევის, სატელეფონო ლიმიტის და სხვა.
 
ბუღალტერი ვალდებულია დააკავოს არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საპენსიო შენატანებიც, რომლებიც მის კომპანიას უწევენ მომსახურებას.
 
საშემოსავლო გადასახადი კავდება თანამშრომლის დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საპენსიო შენატანიდან.
 
ასე მაგალითად:  დასაქმებულის ხელფასი არის 1,000 ლარი, რომელიც მოიცავს როგორც შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად ხელფასს, აგრეთვე შესაძლოა მოიცავდეს სარგებელზე დამატებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადსა და დაქირავებულის სახელით გადასახდელ საპენსიო შენატანს დამქირავებლის პოლიტიკის შესაბამისად. დამსაქმებელი დამატებით სარგებლად აძლევს100 ლარს საწვავისათვის, ასევე უფინანსებს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ტრენინგს 100 ლარის ოდენობით (არაფულადი სარგებელი). ამასთანავე დასაქმებულმა ბუღალტერს სთხოვა, ხელფასიდან ყოველთვიურად დაუკავოს თანხა 50 ლარის ოდენობით (სხვა დაკავებული თანხა) და გადარიცხოს სადაზღვევო კომპანიაში.
 
რა ხდება ასეთ შემთხვევაში:
  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი გამოითვლება ასე: 02 x (ხელფასი + დარიცხული დამატებითი სარგებელი + არაფულადი სარგებელი ) = 24 ლარი
  • დამსაქმებლის საპენსიო შენატანი დასაქმებულის სასარგებლოდ აგრეთვე 24 ლარია
  • საშემოსავლო გადასახადი დასაქმებულის ხელფასიდან გამოითვლება საპენსიო შენატანის გამოკლების შემდეგ და ციფრებში გამოიხატება ასე: (1200-24)*20% = 235.20 ლარი
  • დასაქმებულის ხელზე ასაღები თანხის გაანგარიშებაში არაფულადი სარგებელი მონაწილეობას არ იღებს.
ხელზე ასაღები თანხა გამოითვლება შემდეგნაირად:
  • ხელზე ასაღები თანხა = დარიცხული ხელფასი + დარიცხული დამატებითი სარგებელი – საპენსიო შენატანი – საშემოსავლო გადასახადი – სხვა დაკავებული თანხა
  • ციფრებში კი ეს ყველაფერი გამოიხატება ასე: 1100 ლარი – 24 ლარი – 235.20 ლარი -50 ლარი = 790.80 ლარი
ეს ყველაფერი ბუღალტრებმა ხელით რომ არ ითვალონ, ამისთვის პროგრამაში ბალანსი, ხელფასის დარიცხვის დოკუმენტში, დარიცხვებისა და დაკავებების ჩანართზე, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანების ველებს ვამატებთ.  ბალანსში დარიცხვის ფორმა ასე გამოიყურება და იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი:
 
 
დაკავებებში აისახება თანხაში გამოსახული გაცემული არაფულადი სარგებელი  და აგრეთვე თანხები, რომელიც უკავდება თანამშრომელს ხელზე ასაღები თანხიდან.
 
 
ჩვეულ ბუღალტრულ გატარებებს დაემატება საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გატარებები:
 
საპენსიო სააგენტო საპენსიო დეკლარაციებს შესაბამის საგადასახადო დეკლარაციებთან ადარებს და უზუსტობის შემთხვევაში დამსაქმებელს, მონაწილეს და შემოსავლების სამსახურს შესაბამის ინფორმაციას უგზავნის. პრობლემების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები შესაბამისობაში იყოს საპენსიო დეკლარაციებთან. როცა ორივე დეკლარაციას ერთ სივრცეში ხედავთ, რა თქმა უნდა, თავს იზღვევთ ამგვარი შეცდომებისგან.
 
საპენსიო შენატანი, ისევე როგორც საშემოსავლო გადასახადი, გადაირიცხება დასაქმებულისთვის გაცემული ან დაკავებული თანხის მიხედვით. ამიტომ პროგრამა ბალანსის ხელფასის დარიცხვის დოკუმენტში დაანგარიშებული საპენსიო შენატანების თანხები შუალედურ ანგარიშზე ტარდება, საპენსიო სააგენტოსთან ანგარიშსწორების ანგარიშზე კი ავტომატურად აისახება თანხის გადახდის მომენტში ან თვის ბოლოს, თუკი გადახდა არაფულადი ფორმით მოხდა. სწორედ ანგარიშსწორების ანგარიშზე ასახული თანხები მოხვდება ასატვირთად მომზადებულ დეკლარაციაში.
 
ბალანსის მომხმარებელს ზემოთ განხილული ვარიანტის გარდა შეუძლია გადასახადების აღრიცხვის უფრო მარტივი გზა აირჩიოს და ბალანსი გადასახადების გაანგარიშებას მხოლოდ დარიცხვის ან გადახდის (დაკავების) მომენტში შეასრულებს.
 
საპენსიო რეფორმა არ ეხება 2018 წელს გამომუშავებულ ხელფასის განაცემებს. 
 
იანვრიდან პროგრამა ბალანსში საპენსიო განაცემების დეკლარირება 1 კლიკით იქნება შესაძლებელი.