პუბლიკაცია:

სამშენებლო ინდუსტრია ERP სისტემა SAP Business One-ზე გადადის

01 თებერვალი 2019

წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, როგორიცაა „ანაგი“, Silk Road Group-ი, Unix Development-ი და „ინსტა“ თანამედროვე ERP სისტემის SAP Business One-ის დანერგვას იწყებენ.

BDO Solutions-მა საერთაშორისო ERP სისტემა SAP Business One-ი სპეციალურად სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის განავითარა და შექმნა სამშენებლო მოდული, რითიც ინდუსტრიას ყველა სპეციფიკური ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციის საშუალებას მისცა.

SAP Business One-ი და სამშენებლო მოდული უკვე დანერგეს კომპანიებმა: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, Domson's Engineering, DUX Development, BBC Building Better Cities და სხვები. ისინი უკვე საუბრობენ იმ ხელშესახებ სარგებელზე, რომელიც მათ მიიღეს სისტემის დანერგვით.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ SAP Business One-ის მხოლოდ გარკვეულ ფუნქციონალს ვიყენებთ, პროგრამამ მოგვაშორა საოპერაციო თავისტკივილები:

  1. საწყობისა და შესყიდვების ოპერაციების რეალურ დროში კონტროლის საშუალებით,  დაგვეხმარა შეგვემცირებინა მარაგების დანაკარგები და თაღლითობის რისკები.
  2. პროგრამა საშუალებას გვაძლევს პროექტების ჭრილში ვაწარმოოთ აღრიცხვა და კონტროლი. პროექტების რაოდენობის ზრდასთან ერთად ეს ფუნქციონალი კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეგვიქმნის. პროექტების მართვის მოდული ძაან კარგი რეპორტინგით ერთ-ერთი ის ნაწილია, რამაც გადაგვაწყვეტინა საპის დანერგვა. სამშენებლო კომპანიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შემოსავლები და ხარჯები პროექტის ჭრილში იცოდეს.
  3. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბიდიომ საპის ლოკალიზაციაზე კარგად იმუშავა სრულიად ავტომატიზირებულია ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა. პროგრამა მორგებულია ქართულ კანონმდებლობას, ინტერგრირებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალთან და ინტერნეტბანკებთან, რაც საკმაოდ დიდ დროს გვიზოგავს.

მომავალში ვფიქრობთ BI ანალიტიკის ამუშავებას და მშენებლობის მრავალდონიანი ხარჯთაღრიცხვის გაციფრულებასაც.

ბიდიოს გუნდთან მუშაობა ჩვენთვის კომფორტული იყო, გართულებების გარეშე დავნერგეთ პროგრამა და დღემდე ვიღებთ მათგან მხარდაჭერას“, - ამბობს გეგა ტოფაძე, სამშენებლო კომპანია BBC-ის დირექტორი.

SAP Business One-ი, BDO Solutions-ის მიერ შექმნილ სამშენებლო მოდულთან ერთად უკვე დანერგა Dux Development-მაც. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ლომიძე ამბობს, მისთვის ბევრად გამარტივდა მიდინარე პროცესების კონტროლი.

„პროგრამა საშუალებას გვაძლევს მარტივად შევადგინოთ მრავალდონიანი ხარჯთაღრიცხვა, დროულად დავინახოთ გადახარჯვების საშიშროება და მომენტალურად მოვახდინოთ რეაგირება. დაგეგმილი ხარჯთაღრიცხვიდან გადახრების ხედვა და გეგმასთან შედარება ყველა ეტაპზე, გვეხმარება გავაანალიზოთ რა გვიძვირებს პროექტს და სამომავლოდ უფრო სწორად დავგეგმოთ პროექტის ბიუჯეტი“, - ამბობს ირაკლი ლომიძე.

SAP Business One-ის დანერგვით მიღებულ სარგებელზე „დომსონის“ ფინანსური დირექტორი გიორგი ნასარაიაც საუბრობს: „SAP Business One-ის დახმარებით ერთი დიდი პრობლემა მოვაგვარეთ - მოწესრიგდა საწყობი. სისტემაში მუშაობენ საწყობის თანამშრომლებიც. SAP Business One-ში შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში მივიღოთ მარაგების, დავალიანებების და მომგებიანობის ანგარიშგებები პროექტების ჭრილში“.

თანამედროვე ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვანია სიტუაციის მუდმივი კონტროლი, გამოწვევებზე დროული რეაგირება და მეტი მოქნილობა. BDO Solutions-ის მიერ შექმნილი სამშენებლო მოდული, SAP Business One-თან ერთად, სამშენებლო, დეველოპერულ და სამონტაჟო ტიპის კომპანიებს სწრაფად ცვალებად საბაზრო პირობებში კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.

სისტემის საშუალებით კომპანიას შეუძლია:

  • პროექტების მრავალდონიანი ხარჯთაღრიცხვების გაციფრულება, ვერსიონირება და ანალიზი
  • არასანქცირებული შესყიდვების გამორიცხვა
  • პროექტის დეტალური გეგმა და შესრულების ავტომატური კონტროლი რეალურ დროში
  • საწყობის სრულყოფილი მართვა და დანაკარგების მინიმიზაცია
  • გეგმა-ფაქტის ანალიზის შედეგად ნორმატივების დახვეწა და საოპერაციო მოგების ზრდა
  • პროექტის ორგანიზაციული მართვა და ნებისმიერ ეტაპზე მისი მომგებიანობის კონტროლი
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ოპტიმიზაცია პროექტის Cash Flow ბიუჯეტის გეგმა-ფაქტიური ანალიზის საშუალებით
  • ბინის გეგმიური თვითღირებულების განსაზღვრა და წინასწარი მომგებიანობის ანალიზი
  • მეტი წარმატებული გარიგება და გაყიდვების თანამშრომლების ეფექტიანობის ზრდა დახვეწილი CRM ფუნქციონალით
  • გაყიდვების ანალიზი კლიენტის, ობიექტისა და გაყიდვების მენეჯერის ჭრილში
  • დავალიანებების მართვისა და შეხსენების სისტემა
  • მარკეტინგული კამპანიების რეგისტრაცია და ანალიზი

მეტი ინფორმაციის მისაღებად SAP Business One-სა და ჩვენ მიერ შექმნილ სამშენებლო მოდულზე, დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია: