• ბიდიო ჰორაიზონს 2019- # 2
პუბლიკაცია:

ბიდიო ჰორაიზონს 2019 - #2

13 მაისი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

ბიდიოს კვარტალური რეპორტი M&A-ის ბაზრის მიმოხილვის შესახებ

ჩვენ კვარტლების ჭრილში ვაანალიზებთ გარიგებების აქტივობას მსხვილი რეგიონების საშუალო ბაზარზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გაჩვენებთ თუ როგორ და რა მიმართულებით ვითარდება M&A ბაზარი.

ანალიზი მოიცავს ექსპერტების კომენტარებს არსებული ტენდენციების შესახებ, პროგნოზს მიმდინარე წლისათვის და ასევე სექტორის აქტიურობის პროგნოზს დიაგრამის სახით, რომელიც აჩვენებს გაყიდვებისთვის შედარებით აქტიურ სექტორებს. იმისდა მიუხედავად, ყიდვის თუ გაყიდვის მხარეს წარმოადგენთ, ან უბრალოდ გსურთ უახლეს შესაძლებლობებს გაეცნოთ, ჰორაიზონსი წარმოგიდგენთ შეუფასებელ ანალიზს იმისა, თუ სად და რა მიმართულებით ხორციელდება ინვესტიციები, რათა უკეთ გაგაცნოთ საშუალო ბაზარი და შეგიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება.

ბიდიო ჰორაიზონსის 2019 წლის მე-2 გამოცემა აერთიანებს შემდეგ თემებს:

  • გლობალური ხედვა - პირველი მასშტაბური საერთაშორისო აქტივობა ბოლო 5 წლის განმავლობაში
  • მთავარი სტატია - სტაბილურობისა და წინსვლის ძიება ცენტრალურ ამერიკაში 
  • ჩრდილოეთ ამერიკა - საშუალო ბაზრის M&A აქტივობა იკლებს ისეთ ზღვრამდე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა
  • დიდი ბრიტანეთი და ირლანდია -  მოთხოვნის არსებობის მიუხედავად გარიგებების აქტივობა დაქვეითებულია, რაც ბრექსიტის მოვლენებთან არის დაკავშირებული
  • სამშენებლო პროდუქტები და მომსახურება - სექტორმა განიცადა უპრეცედენტო M&A აქტივობა 2018 წელს
  • ბუნებრივი რესურსები - ჩრდილოეთ ამერიკა და ჩინეთი განაგრძობენ ლიდერობას გარიგებების მოცულობის თვალსაზრისით
  • ინდუსტრიები და ქიმიური მრეწველობა - პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები გავლენას მოახდენს M&A აქტივობაზე 2019 წელს

მრავალფეროვანი, ხანდახან დამაბნეველი აქტივობების, ამოუწურავი შესაძლებლობების გლობალურ ბაზარზე ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ კონტექსტს, რომ დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ ზღვა ინფორმაციაში და შეძლოთ მისი სწორად გამოყენება.

ჩამოტვირთვა