• ბიდიო ჰორაიზონს 2019 - # 1
პუბლიკაცია:

ბიდიო ჰორაიზონს 2019- # 1

06 თებერვალი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

კვარტალში ერთხელ ჩვენ ვაანალიზებთ გარიგებების აქტივობას საშუალო ბაზარზე, რეგიონებისა და შერჩეული სექტორების ჭრილში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გაჩვენებთ თუ როგორ და რა მიმართულებით ვითარდება M&A ბაზარი.

ანალიზი მოიცავს ექსპერტების კომენტარებს არსებული ტენდენციების შესახებ, პროგნოზს მიმდინარე წლისათვის და ასევე სექტორის აქტიურობის პროგნოზს დიაგრამის სახით, რომელიც აჩვენებს გაყიდვებისთვის შედარებით აქტიურ სექტორებს. იმისდა მიუხედავად, ყიდვის თუ გაყიდვის მხარეს წარმოადგენთ, ან უბრალოდ გსურთ უახლეს შესაძლებლობებს გაეცნოთ, ჰორაიზონსი წარმოგიდგენთ შეუფასებელ ანალიზს იმისა, თუ სად და რა მიმართულებით ხორციელდება ინვესტიციები, რათა უკეთ გაგაცნოთ საშუალო ბაზარი და შეგიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება.

ბიდიო ჰორაიზონს 2019 აერთიანებს შემდეგ თემებს:

  • გლობალური სურათი - ღირებულების მაჩვენებლი მაღალია, მაგრამ მოცულობა იკლებს
  • მთავარი სტატია - პირდაპირი ინვესტიციები: ახალი ბრძოლის ველი გარიგებებისთვის
  • ჩრდილოეთ ამერიკა - არამდგარდი ბაზრები და მზარდი ეკონომიკური პრობლემები
  • ლათინური ამერიკა - რეგიონმა 2018 ბოლო 2 წლის მანძილზე მაქსიმალური შედეგით დაასრულა
  • დიდი ბრიტანეთი და ირლანდია - ინვესტიციების მოცულობა მე-4 კვარტალში დაეცა, თუმცა ბრიტანეთი მაინც მომხიბვლელ ქვეყნად რჩება უცხოელი ინვესტირებისთვის
  • ფინანსური სერვისები - გარიგებების აქტივობა სტაბილურია განსაკუთრებული ფოკუსით Fintech-ზე
  • უძრავი ქონება - გარიგებების აქტივობა იმატებს, თუმცა მაჩვენებლები ჯერ-კიდევ 2017 წელზე ნაკლებია
  • TMT – 5 ტენდენცია, რომელსაც შეუძლია M&A-ის ტექნოლოგიის ფორმირება 2019 წელს

მრავალფეროვანი, ხანდახან დამაბნეველი აქტივობების, ამოუწურავი შესაძლებლობების გლობალურ ბაზარზე ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ კონტექსტს, რომ დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ ზღვა ინფორმაციაში და შეძლოთ მისი სწორად გამოყენება.

ჩამოტვირთვა