• ბიდიო ჰორაიზონს 2018 - #4
სტატია:

ბიდიო ჰორაიზონს 2018 - #4

07 ნოემბერი 2018

 პუბლიკაციის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე. 

კვარტალში ერთხელ ჩვენ ვაანალიზებთ გარიგებების აქტივობას საშუალო ბაზარზე მსხვილი რეგიონებისა და შერჩეული სექტორების ჭრილში. ამასთან, გაჩვენებთ, თუ როგორ იცვლება M&A ბაზარი და რა მიმართულებით ვითარდება იგი.

სტატია მოიცავს ექსპერტების კომენტარებს არსებული ტენდენციების შესახებ, ასევე მომავალი წლის პროგნოზსა და დიაგრამას, რომელშიც გამოყოფილია შედარებით აქტიური სექტორები კომპანიის გაყიდვებისთვის. ჰორაიზონსი გაჩვენებთ, თუ სად და რატომ მიედინება ინვესტიციები, ამასთან, მოგცემთ უფრო მეტ ცოდნას საშუალო ბაზართან დაკავშირებით.

ჰორაიზონსის მე-4 გამოცემა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • გლობალური ხედვა - ღირებულება კვლავ მაღალია, თუმცა მოცულობა ვარირებს
  • სპეციალური სტატია - სავაჭრო ადგილები: რა გავლენას ახდენს აშშ-ს სავაჭრო და სატარიფო პოლიტიკა M&A შემოსავლებზე ევროპისთვის
  • ჩრდილოეთ ამერიკა - M&A-ის საშუალო ბაზრის აქტივობა შენელდა, თუმცა ამის მიუხედავად იკვეთება დადებითი ეკონომიკური სიგნალები
  • დიდი ბრიტანეთი და ირლანდია - მოცემულ კვარტალში მოცულობა შემცირებულია, თუმცა რჩება სტაბილური დინამიკა
  • ობიექტების მართვა - დიდი ბრიტანეთის M&A ბაზარი აჩვენებს ზრდის შესაძლებლობებს
  • ბიოლოგიური მეცნიერებები - M&A სექტორი იწყებს აქტიურ ზრდას 2017 წლის წარუმატებელი პერიოდის შემდეგ
  • ბუნებრივი რესურსები - გაზრდილი სასაქონლო ფასები განაგრძობს M&A სექტორის ხელშეწყობას
  • ჩარტები - ჩვენი ჩარტები აჩვენებს M&A ტრანზაქციების ზრდის პოტენციალს

მრავალფეროვანი, ხანდახან დამაბნეველი აქტივობების, ამოუწურავი შესაძლებლობების გლობალურ ბაზარზე ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ კონტექსტს, რომ დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ ზღვა ინფორმაციაში და შეძლოთ მისი სწორად გამოყენება.

ჩამოტვირთვა