• ბიდიოს 2019 წლის მე-2 კვარტლის ანგარიში კიბერსაფრთხეების შესახებ (ENG)
პუბლიკაცია:

ბიდიოს 2019 წლის მე-2 კვარტლის ანგარიში კიბერსაფრთხეების შესახებ

05 აგვისტო 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო ავსტრალიის ვებგვერდზე. 

ბევრი ინდუსტრია და ბევრი ქვეყნის მთავრობაც თავისი არსით ფუნდამენტურად არის დამოკიდებული კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ სისტემებსა და საშუალებებს, როგორც ფიზიკურს, ისე ვირტუალურს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 

ორგანიზაციებს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და საწარმოო სექტორებში ქვეყნის მდგრადობის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სფეროები იყოს უსაფრთხოდ, რადგან ისინი აერთიანებენ, ანაწილებენ, მართავენ და ახორციელებენ მსოფლიოში მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდებას. 

ბიდიოს ანგარიშში განხილულია თუ რას ნიშნავს საფრთხე მითითებული ინდუსტრიებისთვის, კერძოდ:

  • გამოწვევები და პრობლემები კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  • სფეროებზე მსხვილი თავდასხმების ანალიზი: როგორ განხორციელდა? არის თუ არა რაიმე ისეთი, რისგან თავის დაცვაც შესაძლებელია?
  • კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მეთოდები საფრთხის გათვალისწინებით, კიბერუსაფრთხოების ბაზაზე

ჩამოტვირთვა