This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
საინფორმაციო ბიულეტენი:

ნავთობისა და გაზის სფეროს გლობალური პროგნოზი 2020 წლისათვის - რა ხდება სინამდვილეში

10 იანვარი 2020

Original content provided by BDO

ბიდიოს ბუნებრივი რესურსების გლობალურმა გუნდმა გააანალიზა სფეროს 2020 წლის პროგნოზები, რომ დაედგინა როგორი მსჯელობით მივიდა დასკვნებამდე, ასევე რამდენად გამართლდა ან არ გამართლდა ეს პროგნოზები. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის კომენტარებს: 

2020 წლისათვის საშუალო E&P კომპანია თავისი დიდი  მონაცემთა ბაზის 10%-ს გამოიყენებს - დღევანდელთან შედარებით უფრო დიდ მოცულობას, თუმცა არა სრულ პოტენციალს.  გამართლდა და უფრო სწრაფად ვითარდება,  ვიდრე მოსალოდნელი იყო.  როცა საუბარი დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზის პოტენციურ გამოყენებას შეეხება, ნავთობისა და გაზის სფერო უკვე ზედაპირზეა და კომპანიები ამას ახლა ხვდებიან. მონაცემების ჩამწერი სენსორების სწორ გამოყენებას  კვლევის, ბურღვისა და წარმოების ოპერაციებში, შეუძლია შეამციროს ბურღვის დრო და გაზარდოს უსაფრთხოება, ოპტიმიზება გაუკეთოს საწარმოო ტუმბოებს, გააუმჯობესოს მიწოდების ჯაჭვის მართვა და გაზარდოს შრომის საერთო უსაფრთხოება, როგორც ეს მითითებულია კანადაში, რეგინას უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ რეპორტში დიდი მონაცემების ანალიზის გამოყენების შესახებ ინდუსტრიაში. 
2020 წლისათვის დაბალი ფასი ნავთობზე - რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო შენარჩუნდება ან უფრო დაბალი იქნება ვიდრე 60 დოლარი ბარელზე - არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (Cooperation Council for the Arab States of the Gulf) წააქეზებს დივერსიფიცირება გაუკეთონ ენერგეტიკულ ბალანსს სფეროში, აუქციონის გამოყენების გზით სუბსიდირებული პროექტებისთვის, განახლებად ენერგიის პროექტებზე.  გამართლდა, როგორც მოსალოდნელი იყო.  ისეთმა ცვლილებებმა, როგორიც არის ნავთობის არასტაბილური ფასი და ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა, არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს უბიძგა საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ ისეთ სექტორებზე ფოკუსირების გზით, როგორიც არის ტექნოლოგია და განახლებადი ენერგია. მაგალითად, საუდის არაბეთის 2030 წლის ხედვა მიმართულია ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებისკენ, ნაციონალური ნავთობკომპანია Aramco-ს პრივატიზების გზით, ასევე ადგილობრივი საინვესტიციო ფონდის რესურსებისა და როლის გაფართოებისკენ, ქვეყნის პორტებისა და კულტურული ღირშესანიშნაობის განვითარებისკენ. 
მაშინ, როცა საერთო ხარჯები R&D -ზე შესაძლოა შემცირდეს, ხარჯების დიდი ნაწილი მიმართული იქნება ტექნოლოგიებზე, რომელიც ზრდის კვლევისა და მოპოვების (E&P) ეფექტურობას.  გამართლდა, როგორც მოსალოდნელი იყო.  იმის გათვალისწინებით, რომ ახალი, გლობალური, ენერგეტიკული პრიორიტეტები განაგრძობს ნავთობისა და გაზის სფეროს ტრადიციული მოდელის განადგურებას, კომპანიები სულ უფრო მეტად უნდა დაკონცენტრირდნენ ხარჯების ეფექტურობის ზრდასა და ნავთობის მოპოვების ინტენსიფიკაციაზე საკუთარი ზრდის უკეთესად დაცვისთვის. პროგნოზის თანახმად, 2021 წლისათვის წამყვანი საკვლევი და მტვირთავი ტექნოლოგიის მსოფლიო ბაზარი $233,4 მლრდს მიაღწევს, რაც მკვეთრად აღემატება 2016 წლის იგივე მონაცემს, რომელიც $175,8 მლრდს შეადგენდა. წლიური ზრდის მაჩვენებელი თითქმის 6%-ია, რეპორტის Advanced Oil and Gas Exploration and Downhole Technologies: Global Markets to 2021 თანახმად, რომელიც Research and Markets-ს ეკუთვნის. 
2020 წლისათვის სულ მცირე 5 ქვეყანა დაინახავს, რომ უცხოელი ჰაკერები მიითვისებენ მათ ენერგორესურსს სრულად ან ნაწილობრივ  PDoS თავდასხმების მეშვეობით.  არ გამართლდა, ამ საკითხზე დიდად ცვლილება არ არის.   არც ისე ბევრი კიბერთავდასხმა გასაჯაროებულა კონკრეტული ქვეყნების ენერგოსისტემებზე, თუმცა კიბერთავდასხმების რაოდენობა და სირთულე ნაციონალურ ენერგოსისტემებზე გაიზარდა. E&E News-ის თანახმად, 2019 წლის 5 მარტს, ამერიკული კომუნალური კომპანია, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის კალიფორნიის, იუტასა და ვაიომინგის  შტატების მოსახლეობას, კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, რომელმაც შეაფერხა მუშაობა და ლამის გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა. ვინაიდან ჰაკერების თავდასხმები სულ უფრო მეტად ზუსტი ხდება, ხოლო ქვეყნები დივერსიფიცირებას უკეთებენ ენერგიის წყაროებს, მთავრობებს უნდა ახსოვდეთ მზარდი საფრთხე, რომელსაც აწყდება მათი ენერგოსისტემები. 
2020 წლისათვის ბუნებრივი აირის სადგურებისა და მზის ენერგიის იმპორტის ზრდა ელექტროენერგიით უზრუნველყოფს 5-დან 4 აფრიკის მაცხოვრებელს.  არ გამართლდა, ამ საკითხზე დიდად ცვლილება არ არის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აფრიკელების დაახლოებით ნახევარს (53%) აქვს წვდომა ელექტროენერგიასთან. აფრიკის ქვეყნებში საჰარიდან სამხრეთამდე კი ეს რიცხვი ხუთიდან ორამდე ეცემა (43%), ამის შესახებ იმ რეპორტშია  (Electricity Access in sub-Saharan Africa Report) მითითებული, რომელიც 2019 წლის მარტით თარიღდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგნოზი სწრაფად გამართლდება, რადგან სულ უფრო მეტი აფრიკული ქვეყანა დაძლევს სიღარიბეს, ხოლო მთავრობა კონცენტრირდება ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მიღებული შემოსავლის სამართლიან განაწილებაზე. 

იმისთვის, რომ ნახოთ თუ რა ეტაპზეა სფეროს განვითარება ავსტრალიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საუდის არაბეთში, გთხოვთ ნახოთ სრული რეპორტი