• შერწყმა და შეძენა FinTech-ის სფეროში (ENG)
სტატია:

შერწყმა და შეძენა FinTech-ის სფეროში

30 იანვარი 2020

Original content provided by BDO Jersey

ტერმინი Fintech "ფინანსურ სერვისებსა" და "ტექნოლოგიას" აერთიანებს.  Fintech კომპანიები, როგორც წესი, არიან ახალგაზრდა, ტექნოლოგიური ფირმები, რომლებიც კლიენტებს სპეციალიზებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობენ. Fintech კომპანიები, როგორც ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ორგანიზაციები, ამკვიდრებენ გაციფრულების და ინდივიდუალური კლიენტის/პროექტისთვის სპეციალური გადაწყვეტებით (customization) მუშაობის ტენდენციას.

Fintech კომპანიები კონკურენციას უწევენ ტრადიციული ფინანსური სერვისების მიმწოდებელ ფირმებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება. თუმცა ამავდროულად Fintech მომსახურებები ტრადიციული პროვაიდერების ძირითადი სერვისების შემავსებელიცაა ხოლმე. რეგულატორების უმთავრესი გამოწვევაა, უზრუნველყონ, რომ Fintech სფერო ისე განვითარდეს, რომ საზოგადოებისთვის შესაძლებლობები გაიზარდოს, რისკები კი შემცირდეს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში შექმნილმა ფინანსური სერვისების ინოვაციურმა ტექნოლოგიამ Currencycloud (წარმოადგენს ფინანსური ტექნოლოგიის სტარტაპს, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო გადახდებს ისეთი ფინანსური აპლიკაციებისთვის, როგორიცაა Monzo და Revolut), სულ ახლახანს განახორციელა 80 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება Visa-სა და SAP-ისგან, აზიის რეგიონში გაფართოებისთვის. 

არ არსებობს ყველასთვის საერთო სტრატეგია იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ტრადიციულმა ფინანსურმა კომპანიებმა Fintech-თან. რეალურად არის შესაძლებლობა, რომ Fintech სფეროს ყველა უპირატესობა კარგად აიხსნას, რომ გაციფრულების და ინდივიდუალური გადაწყვეტების ტენდენციას ეფექტური გამოყენება მიეცეს.

ბიდიოს ქსელში ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ ყველაზე თვალსაჩინო ტრენდები საბანკო სექტორში, აქტივების მართვაში, დაზღვევასა და საგადახდო სერვისებში, რის საფუძველზეც შეგვიძლია მოგცეთ რეკომენდაციები იმისდა მიუხედავად, გსურთ შეიძინოთ, გაყიდოთ თუ გაერთიანდეთ Fintech-ის სფეროში.

ჩამოტვირთეთ ჩვენი Fintech M&A Whitepaper და ნახეთ, რა შეუძლია ბიდიოს გააკეთოს თქვენი ბიზნესისთვის.