• საგადასახადო სიახლეები - 3/2019 (ENG)
საინფორმაციო ბიულეტენი:

საგადასახადო სიახლეები 3/2019

09 ოქტომბერი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

რედაქტორის წერილი

ძვირფასო მკითხველებო, 

მოგესალმებით County Hall-დან, ლონდონიდან, ლონდონის საბჭოს ყოფილი სახლიდან, სადაც მე ვესწრები დღგ-ის ტექნიკურ ღონისძიებას ბრიტანეთში ბრექსიტის უკანასკნელ დედლაინამდე, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს. 

ღონისძიების პროგრამა ძირითადად ეხება დღგ-სთან დაკავშირებულ საკითხებს ბრექსიტამდე და მას შემდეგ. სწორედ ამიტომ მე და ჩემს კოლეგებს გვაქვს შესაძლებლობა, მოვიცვათ ყველა პოტენციური სცენარი, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს პოლიტიკურმა ცვლილებებმა. 

კონფერენციაზე დასწრების დროს, სრულად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ როცა ჯეფრი არჩერის (Jeffrey Howard Archer) პიესა "ბრალდების მოწმე" მიმდინარეობს ამ შენობის ქვედა სართულზე, ლონდონში, სხვა ადილზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის იურიდიული მრჩეველები ცდილობენ 11 უფროსი მოსამართლე დაარწმუნონ, რომ მას არადემოკრატიულად არ უმოქმედია,  როცა პარლამენტის მუშაობა შეაფერხა. (როგორც ჩანს, მოსამართლეები არ იყვნენ დარწმუნებული...) 

რეალურად, ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ პოლიტიკური რეზულტატის მიუხედავად, ბიდიო ყოველთვის დაგეხმარებათ დღგ-სთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას. 😎


მოცემულ ნომერში წარმოდგენილია ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ისრაელში, იტალიაში, მალაიზიაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, პოლონეთსა და  სხვა ქვეყნებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები. გამოცემის მთავარ თემას გერმანია წარმოადგენს. დეტალები ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე