• ციფრული ეკონომიკის დაბეგვრა და ფისკალური საზღვრების გაფართოება

    მსოფლიო საგადასახადო სიახლეები - შემოუერთდით ბიდიოს ვებინარს უახლესი ინფორმაციის მისაღებად OECD-ისგან

    დარეგისტრირდით ახლავე
სტატია:

მსოფლიო საგადასახადო სიახლეები - ვებინარი ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის შესახებ

20 ნოემბერი 2019

Original content provided by BDO

არსებობს ფართოდ გავრცელებული, თუმცა ჯერ კიდევ არაუნივერსალური მოსაზრება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო საგადასახადო სისტემა საჭიროებს რეფორმას მსოფლიო ეკონომიკის გაციფრულებასთან დაკავშირებით. 2018 და 2019 წლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (Organization for Economic Co-operation and Development - OECD) და ევროკავშირმა გამოაქვეყნეს დოკუმენტაცია ამ თემაზე და ახლა OECD-მ გამოაქვეყნა თავისი წინადადებები შემოსავლის განაწილების თაობაზე ქვეყნებს შორის, სადაც საერთაშორისო კომპანია ახორციელებს გაყიდვებს ან იღებს შემოსავალს. ეს ე.წ. "ერთობლივი წინადადება" (რომელიც მიისწრაფვის კონსესუსისკენ სხვა წინადადებებთან, რომელიც წამოწეულია OECD-ის წევრების მიერ) მხარეებს საშუალებას მისცემს დაბეგრონ საერთაშორისო საწარმოების შემოსავალი (იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ ბაზა ქვეყანაში) შემოსავლის სამი განსხვავებული წყაროს კალკულაციის საფუძველზე. აღნიშნული წინადადება გამოდის გაშლილი ხელის პრინციპის ჩარჩოებიდან ზოგიერთ ურთიერთობაში, სადაც შემოსავალი უფრო მეტად არის დაკავშირებული საბაზრო (ე.წ. სამომხმარებლო) იურისდიქციასთან. ამასთან, კონსესუსის არ ქონისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭირო იქნება მოქმედი გლობალური ჩარჩოს შესათანხმებლად, ბევრი მხარე წინ წავიდა და განაცხადა ცალმხრივი ზომების შესახებ საკუთარი ვერსიის რეალიზაციისთვის თუ როგორ უნდა დაიბეგროს ციფრული ეკონომიკა. გასაკვირი არაა, რომ ეს ზომები სხვადასხვა ფორმას იღებს და იქაც კი, სადაც ისინი კონცეფციით ემთხვევა ერთმანეთს, მაგალითად, გადასახადი ციფრულ მომსახურებაზე, ბაზა დაბეგვრისთვის შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ცალმხრივი ზომების არათანმიმდევრულობა სირთულეს ქმნის და საერთო საგადასახადო დატვირთვას ზრდის იმ ბიზნესისთვის, რომელიც მიისწრაფვის დაიცვას წესები. 


ვებინარი: გაიგეთ მეტი სიახლე თემაზე OECD-ისა და BDO-ს საგადასახადო ექსპერტებისგან

ბიდიოს გლობალური დაბეგვრის ჯგუფის წევრები მეთ ენდრიუსთან ერთად (Matt Andrew), რომელიც OECD-ის უფროსი მენეჯერია საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით, ვებინარის ფარგლებში ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: 

  • დაგეგმვის საკითხები, რომელთა წინაშეც დგას OECD
  • მნიშვნელოვანი თემები კონსულტაციის პროცესიდან
  • OECD-ის უახლესი წინადადებები "ერთიანი მიდგომისთვის" 
  • გადაფარვის მნიშვნელოვანი სფეროები პირველ და მეორე კომპონენტს შორის 
  • ბიზნესის ძირითადი თემები

ციფრული ეკონომიკის დაბეგვრა: უახლესი ინფორმაცია OECD-ისგან

თარიღი: 3 დეკემბერი, 2019
დრო: 15:00 - 16:15 GMT / 16:00 - 17:15 CET / 10:00 - 11:15 EST
ონლაინ ვებინარი

ნახეთ ვებინარის პროგრამა და გაიარეთ რეგისტრაცია


მთავარი პუბლიკაციები - მნიშვნელოვანი ჰაილაითები

ჩვენ ვიყავით წამყვანი კომენტატორები დებატებში ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის თემაზე მოსაზრებებით ისეთ გამოცემებში, როგორიც არის Bloomberg TaxFinancial Times და სხვა. 

  • პოდკასტი:  საგადასახადო სიახლეების რეპორტიორი რაიან ფინლი (Ryan Finely) აჯამებს OECD-ის პირველი კომპონენტის სამუშაო ვერსიას, ხოლო ბიდიოელი მონიკა ლოვინგი (Monika Loving)  საუბრობს მის შეხედულებაზე კომპონენტთან დაკავშირებით
  • ბიდიო იყო წამყვანი კომენტატორი დებატებში ციფრული ეკონომიკის დაბეგვრასთან დაკავშირებით. გაეცანით ბიდიოს გლობალური საგადასახადო პარტნიორის როს რობერტსონის (Ross Robertson) გამოხმაურებას OECD-ის  9 ოქტომბრის ანონსზე და ასევე  წამყვან სტატიას, გამოქვეყნებულს Bloomberg Tax-ის მიერ, რომელიც განმარტავს დამატებით საკითხებს 
  • წაიკითხეთ ბიდიოს უახლესი წარდგინება OECD-ში დათარიღებული 2019 წლის 12 ნოემბრით
  • ბიდიოს საგადასახადო მიმართულების გლობალური ხელმძღვანელი რობერტ აზიზი (Robert Aziz) ვიდეოინტერვიუს ნაწყვეტში გვიზიარებს მოსაზრებას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სამართლიანი და მუშა გლობალური საგადასახადო სისტემა თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში:

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ: tax@bdo.global