• მომავლის დირექტორის 7 მთავარი მახასიათებელი (ENG)
პუბლიკაცია:

მომავლის დირექტორის 7 მთავარი მახასიათებელი (ENG)

14 ნოემბერი 2019

Original content provided by BDO Australia

სამყაროში მხოლოდ ერთი რამ არის მუდმივი - ცვლილება. მაშინ, როცა ზოგიერთმა ხელმძღვანელმა შესაძლოა წარმატებას მიაღწია კონკრეტული მახასიათებლებით,  მომავლის ამოცანების გადასაწყვეტად, უწყვეტად განვითარებადი სამყარო მომავალ ხელმძღვანელებს ახალ მოთხოვნებს უყენებს. 

ეს დიდიწილად განპირობებულია ეკონომიკური, ტექნოლოგიური და დემოგრაფიული ცვლილებებით, რამაც გარკვეულწილად დირექტორთა საბჭოს მეტი კომპლექსურობა გამოიწვია. ახლა დირექტორები ტექნოლოგიური ფოკუსიდან ე.წ. სოფტ სქილების დაზუსტებაზე გადადიან, რათა ეფექტურად მართონ რთული სიტუაციები, როგორიც არის სოციალური მოძრაობა და საზოგადოებრივი ურთიერთობის კრიზისი, რომელიც ტყის ხანძარივით ვრცელდება სოციალური ქსელების მასობრივად გამოყენების გამო.

ქვემოთ წარმოგიდგენთ მომავლის დირექტორის იმ 7 მახასიათებელს, რომლის ქონაც აუცილებელია კომპანიების წარმატებისთვის: 

1. მძლავრი ღირებულებები და ეთიკა

ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ურთიერთობა ფაქტიურად წამიერად დგება, ხოლო სამყარო გაცილებით ნაკლებად ტოლერანტულია არაეთიკური ქცევის მიმართ. მაშინ, როცა ძლიერი ღირებულებებისა და ეთიკის ქონა ნებისმიერი დირექტორის პიროვნებისთვის თითქოს და თვითნაბადი უნდა იყოს, ყურადღების ცენტრში სწრაფად ექცევიან დირექტორები, ვისი ღირებულებები და ქცევა არ შეესაბამება იმას, რაც ითვლება ეთიკურად და სოციალურად მისაღებად. ძლიერ ღირებულებებზე დაფუძნებული ეთიკური ნორმების გამოვლენა შეხვედრების სივრცეში გადამწყვეტია იმისთვის, რომ თქვენი კომპანია არ აღმოჩნდეს წამყავნ ახალ ამბებში - ცუდი გაგებით. 

2. ემოციური ინტელექტის მაღალი დონე

ადრე კომპანიები, როგორც წესი, პირველ რიგში წარმადობასა და შედეგებზე კონცენტრირდებოდნენ. ადამიანები მეორე ადგილზე იყვნენ. ახლა ეს მდგომარეობა იცვლება, რადგან ორგანიზაციები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ტექნოლოგიებსა და ავტომატიზაციას პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების პროცესში. სწორედ ამიტომ იყო ადამიანი და იცოდე თუ რა დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს თქვენთან ურთიერთქმედების მიმართულებით, ახლა განსაკუთრებით ფასეული გახდა. სხვა ადამიანების გაგება, შიდა თუ გარე დაინტერესებული მხარეების მიუხედავად, მნიშვნელოვანი კომპონენტია სხვებთან თანამშრომლობისა და საერთო მიზნების მიღწევისათვის. ახლა უხეში ძალისმიერი მიდგომა განიხილება, როგორც კონტრპროდუქტიული და თანამედროვე პრაქტიკასთან შეუსაბამო. 

3. დაბალი ეგო

რაიან ჰოლიდეის (Ryan Holiday) მიხედვით, რომელიც წიგნის Ego is the Enemy ავტორია, ეგო შიდა ხმაა, რომელიც გვეუბნება, რომ იმაზე უკეთესი ვართ, ვიდრე ვართ სინამდვილეში, რაც ხელს გვიშლის გვქონდეს პირდაპირი და ჯანსაღი კავშირი გარემოსთან. 

შეხვედრების ოთახში ეგოს შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს წარმოდგენებსა და გადაწყვიტილების მიღებაზე, რასაც შეუძლია მიგვიყვანოს ინტერესთა კონფლიქტამდე, რადგან ის ისწრაფვის დაიცვას თავისი "მე", მაშინ როცა დირექტორები მოვალენი არიან დაიცვან ორგანიზაციის ინტერესები. ვიდრე ეგო არ იქნება დადაბლებული, შეხვედრების ოთახებში შესაძლოა მიღებული იყოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ იქნება სასარგებლო ორგანიზაციისთვის. 

4. ტექნიკური უნარჩვევების მაღალი დონე

ახლა მრავალი ორგანიზაცია იყენებს უნარ-ჩვევებზე დაფუძნებულ მიდგომას დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის დასაკომპლექტებლად, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული წევრი ირჩევა უნარების იმ უნიკალური ნაკრების გამო, რომელიც მათ აქვთ. საბჭოს კარგად მუშაობისთვის მომავლის დირექტორს უნდა ჰქონდეს ექსპერტიზა იმ უნარ-ჩვევებში, რომლებისთვისაც შემადგენლობა არის დაკომპლექტებული, რაც მოითხოვს არა მხოლოდ განათლებას და პროფესიულ კვალიფიკაციას. განაგრძო პროფესიული განათლება და სწავლა შეუცვლელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ წევრები სასარგებლო გახდნენ ორგანიზაციისთვის, რომელსაც ემსახურებიან. ამის საპირისპიროდ, ტექნიკური თვითკმაყოფილება კომპანიას უქმნის რისკებს და დაუცველს ხდის უსიამოვნო ცვლილებებისგან იმ გარემოში, სადაც საჭიროა ძლიერი ტექნიკური რეაგირება.

5. ფართო უნივერსალური ცოდნა

ტექნიკური უნარჩვევების გარდა, დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს უნდა ჰქონდეს კარგი, ზოგადი ცოდნა იმისა, თუ რა ხდება ირგვლივ, მსოფლიოში და როგორ არის მათი უნარები დაკავშირებული შედარებით ფართო სამყაროსთან. 

დევიდ ეპსტეინის (David Epstein) წიგნში Range: Why Generalists Triumph in a Specialized World  კარგად არის ფორმულირებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო უნივერსალი და შეგეძლოს შაბლონებისა და ნიუანსების გარჩევა შეხვედრების ოთახში: "ტაქტიკა, ეს არის სვლების მოკლე კომბინაციები, რომელსაც მოთამაშეები იყენებენ, რათა მოიპოვონ უპირატესობა დაფაზე. როცა მოთამაშეები ყველა ამ პატერნს სწავლობენ, ისინი ითავისებენ ტაქტიკას. ჭადრაკში დიდი ფიგურები გეგმავენ თუ როგორ მართონ პატარა შეტაკებები გამარჯვებისთვის, სწორედ ეს არის ტაქტიკა".  

სტრატეგია დირექტორთა საბჭოს წევრებისთვის დომინანტია. 

6. კრეატიულობის მაღალი ხარისხი

პრობლემების ეფექტურად და ინოვაციური გზით გადაწყვეტა მოითხოვს კრეატიულობას. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ჩაფიქრებული გადაწყვეტილება მოკლებული იქნება წარმოსახვას, ან უარეს შემთხვევაში იქნება არაეფექტური. მაშინ, როცა კრეატიულობა მოითხოვს ლატერალურ აზროვნებას და არ ექვემდებარება მიდგომას "როგორც ყოველთვის კეთდებოდა", სწორი ინსტრუმენტების გამოყენებას კრეატიულობისთვის მივყავართ ინოვაციურობამდე. ეს ინსტრუმენტები ითვალისწინებს ტექნოლოგიური ტენდენციებისა და პროდუქტების სწორად გაგებას, განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში. კრეატიულობის გარეშე, თქვენი კომპანია ყოველთვის იმ კონკურენტების ჩრდილში იქნება, რომელიც ნოვატორული და მოქნილია. 

7. მძლავრი მმართველობითი უნარჩვევები

კორპორატიული მმართველობა ბევრი ადამიანისთვის არ არის ბუნებრივი და შესწავლას საჭიროებს. რობერტ იან თრიკერის  (Robert Ian Tricker) მოდელი კარგად აღწერს დირექტორთა საბჭოს როლს ორგანიზაციაში, რომელსაც ყველა დირექტორი უნდა გაეცნოს. კორპორატიული მმართველობის სწორად გაგების გარეშე დირექტორთა საბჭოს გაცილებით დიდი დრო და ენერგია სჭირდება დირექტორების მთავარი კონცენტრაციის გადასატანად ოპერატიული ამოცანებიდან სტატეგიულზე ხარისხიანი მომსახურების ხარჯზე. საბჭო, რომელიც ოპერატიულ დეტალებზე აკეთებს კონცენტრაციას, არაეფექტურია და იწვევს იმედგაცრუებას ყველა იმ ადამიანში, რომელიც დირექტორთა საბჭოს მაგიდის ირგვლივ ზის. 

რომ შევაჯამოთ, წარმატებისთვის მომავლის დირექტორს სჭირდება ე.წ. ჰარდ და სოფტ სქილების კარგი მიქსი, რომელიც თავისუფალია ეგოსგან. ის ასევე უნდა ჰქონდეს რესურსი და იყოს ადაპტირებადი, ასევე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომ თავდაჯერებულად მართოს კომპანია და ხალხი, ვისაც ემსახურება.