• ბიდიო ჰორაიზონს 2020 - #1 (ENG)
სტატია:

ბიდიო ჰორაიზონს 2020 - #1

31 იანვარი 2020

Original content provided by BDO

ბიდიოს კვარტალური რეპორტი M&A-ის ბაზრის მიმოხილვის შესახებ

ჩვენ კვარტლების ჭრილში ვაანალიზებთ გარიგებების აქტივობას მსხვილი რეგიონების საშუალო ბაზარზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გაჩვენებთ თუ როგორ და რა მიმართულებით ვითარდება M&A ბაზარი.

ანალიზი მოიცავს ექსპერტების კომენტარებს არსებული ტენდენციების შესახებ, პროგნოზს მიმდინარე წლისათვის და ასევე სექტორის აქტიურობის პროგნოზს დიაგრამის სახით, რომელიც აჩვენებს გაყიდვებისთვის შედარებით აქტიურ სექტორებს. იმისდა მიუხედავად, ყიდვის თუ გაყიდვის მხარეს წარმოადგენთ, ან უბრალოდ გსურთ უახლეს შესაძლებლობებს გაეცნოთ, ჰორაიზონსი წარმოგიდგენთ შეუფასებელ ანალიზს იმისა, თუ სად და რა მიმართულებით ხორციელდება ინვესტიციები, რათა უკეთ გაგაცნოთ საშუალო ბაზარი და შეგიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება.

ბიდიო ჰორაიზონსის 2020 წლის პირველი გამოცემის მთავარი თემაა აშშ, ის ასევე აერთიანებს მიმოხილვას ბუნებრივი რესურსებისა და  ტელეკომუნიკაციების მიმართულებით, პარალელურად ეხება ჩრდილოეთ ამერიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებს, ასევე  გაერთიანებულ სამეფოს, ირლანდიასა და ჩინეთს. 

მრავალფეროვანი, ხანდახან დამაბნეველი აქტივობების, ამოუწურავი შესაძლებლობების გლობალურ ბაზარზე ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ კონტექსტს, რომ დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ ზღვა ინფორმაციაში და შეძლოთ მისი სწორად გამოყენება.