სტატია:

კიბერხარვეზების შეფასება და ტესტირება შეღწევადობაზე - ინსტრუმენტები, ტექნიკა & საუკეთესო პრაქტიკა

15 ივლისი 2019

 

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო აშშ-ს ვებგვერდზე

კიბერთავდასხმების რაოდენობა თავისი სიხშირით და სირთულით სულ უფრო იზრდება. ბევრ კიბერთავდასხმას განაპირობებს ქსელურ ინფრასტრუქტურასა და პროგრამულ პროდუქტებში არსებული ხარვეზები, ასევე მას იწვევენ ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული ქსელითა თუ პროდუქტებით. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა სათანადოდ იცოდეს  ელექტრონული ფოსტისა თუ სოციალური ქსელის გამოყენება (რადგან ხშირია ხარვეზები, როგორიც არის ფიშინგი და/ან Linkedin თუ Facebook გვერდების გატეხვა), ასევე ზოგადი გათვითცნობიერება კიბერუსაფრთხოების საკითხებში და კარგი კიბერჰიგიენა (მაგალითად, USB მოწყობილობების, დისტანციური დაკავშირებისა თუ პაროლების სიფრთხილით გამოყენება). დასახელებული ხარვეზების გამოსასწორებლად საუკეთესო საშუალებაა ფიშინგ კამპანიის წარმოება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც გამოავლენს ხარვეზებს ორგანიზაციულ პოლიტიკაში და აჩვენებს შესაბამისი ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების არქონას, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონულ ფოსტასთან, ასევე ხელს შეუწყობს საერთო მომზადებას უსაფრთხოების საკითხებში. 

მეტი ინფორმაცია ქსელური ინფრასტრუქტურისა და პროგრამულ პროდუქტებთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ, წარმოდგენილია ბიდიოს მიერ გამოცემულ წიგნში კიბერუსაფრთხოების თემაზე - Cybersecurity in the Digital Age.

ჩამოტვირთვა