• კიბერუსაფრთხოების მართვის მიმოხილვა 2018
კვლევა:

კიბერუსაფრთხოების მართვის მიმოხილვა 2018

23 ოქტომბერი 2018

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია მომზადებულია ბიდიო აშშ-ს მიერ

დირექტორთა საბჭოები ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მოთხოვნების კვალდაკვალ

ტექნოლოგიები თავისი ახალი შესაძლებლობებითა და საფრთხეებით სრულიად ცვლის ჩვენს მიდგომას ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. თანამედროვე ციფრულ ეკონომიკაში წარმატების მიღწევა საჭიროებს მუშაობას ციფრული ბიზნესის ფორმატში. იმისთვის, რომ ტექნოლოგიურ ინოვაციებს ადეკვატურად აუწყოს ფეხი, ციფრული ტრანსფორმაცია კრიტიკულია ბიზნესის გადარჩენისთვის. ძალებმა, რომლებიც ბიზნესის ციფრულ ფორმატში გადატანის მომხრე არიან, მოახერხეს, რომ ამავე პოზიციაზე დაეყენებინათ ყველაზე კონსერვატიული საწარმოებიც კი.

ე.წ. დიჯიტალიზაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზაციისთვის, რათა გაზარდოს შემოსავლები, თანამშრომელთა ჩართულობა და დააჩქაროს ზრდა. თუმცა რეალური ციფრული ტრანსფორმაცია გაცილებით უფრო მასშტაბური პროცესია, რაც შეიძლება იქცეს ბიზნესის ტრანსფორმაციის კატალიზატორად დირექტორთა საბჭოს მხრიდან მეთვალყურეობის პირობებში. დიჯიტალიზაციის პარალელურად, ჩნდება მზარდი მოთხოვნა ინფორმაციის მართვაზე დირექტორების ყურადღების ქვეშ, კიბერსაფრთხეების შემსუბუქებისა და მონაცემთა კონფიდენციალობის გაძლიერებული ზრდისათვის.


“ბიდიოს 2018 წლის კვლევა კიბერუსაფრთხოების მართვის შესახებ აჩვენებს, როგორ აღიარებენ დირექტორთა საბჭოს წევრები ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის მიღების უპირატესობასა და იმ ხარვეზების შემსუბუქებას, რომელიც კიბერრისკებთან არის დაკავშირებული. ციფრული ტრანსფორმაციისთვის სტრატეგიული გზის შემუშავება, რესურსების გამოყოფა და დირექტორთა საბჭოს მეთვალყურეობა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მონაცემთა კონფიდენციალობის მიზნით, უმნიშვნელოვანესია ბიზნესის გადარჩენისა და წარმატებისთვის ინტენსიური ცვლილებების პერიოდში“.


  ემი როჯიკი (AMY ROJIK)

  ბიდიო აშშ-ს აუდიტის პარტნიორი - კომუნიკაციები და მმართველობა