ბიდიოს 2019 წლის III კვარტლის რეპორტი კიბერსაფრთხეების შესახებ
11 ნოემბერი 2019
Original content provided by
BDO Australia
ჯანდაცვის გლობალური ინდუსტრია განსხვავდება სხვა ინდუსტრიებისგან და აწყდება უნიკალურ გამოწვევებს, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან. სწორედ ეს სძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინდუსტრიის უსაფრთხოებას, რადგან ადამიანი სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს ანდობს თავის პერსონალურ მონაცემებს, პირად ცხოვრებას, ზოგჯერ ფინანსურ ინფორმაციასაც კი.
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში კიბერშეტევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ძირითადად გამომძალველები მიმართავენ საქმიანი ელექტრონული ფოსტის კომპრომეტირებას (BEC) და სერვერების ან ქსელების მუშაობის შეფერხებას და/ან სერვისების შეჩერებას, ე.წ. DDoS. ბიდიოს მიერ 2018/2019 წლებში ჩატარებული კიბერუსაფრთხოების კვლევის თანახმად, ჯანდაცვის ინდუსტრია სამიზნეა კიბერთავდასხმებისთვის და სხვა ინდუსტრიებთან შედარებით, უფრო მეტად იმყოფება მონაცემთა დარღვევის რისკის ქვეშ. ინდუსტრიაში მოქმედი ორგანიზაციები აწყდებიან რთულ საფრთხეებს კიბერდამნაშავეების, ჰაკერული ჯგუფებისა და საკუთარი კადრების მხრიდანაც კი.
ბიდიოს მიერ მომზადებული რეპორტი აჩვენებს, თუ რას უქადის მოცემული საფრთხე ჯანდაცვის ინდუსტრიას, კერძოდ:
- ჯანდაცვის კიბერუსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკა
- უკვე განხორციელებული თავდასხმის ანალიზი: როგორ განხორციელდა და შეიძლება თუ არა სამომავლოდ ერთგვარ გაკვეთილად გამოვიყენოთ?
- ჯანდაცვის ინდუსტრიის თავდაცვის გზები
ჩამოტვირთეთ რეპორტი