• ბიდიოს 10 ტექნოლოგიური პროგნოზი 2019 წლისათვის - ტექნოლოგიების ბალანსი
საინფორმაციო ბიულეტენი:

ბიდიოს 10 ტექნოლოგიური პროგნოზი 2019 წლისათვის - ტექნოლოგიების ბალანსი

18 იანვარი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

ბიდიო წარმოგიდგენთ რეპორტს მიმდინარე წლის 10 ტექნოლოგიური პროგნოზის შესახებ.

ცენტრალურ ადგილს ანგარიშში დაბალანსების თემა იკავებს, კერძოდ: როგორ შეუძლიათ ტექნოლოგიურ კომპანიებს მასშტაბირების გაგრძელება ისე, რომ პროცესმა არ იმსხვერპლოს მათი ბიზნეს გეგმები და ამბიციები.

გასული წლის განმავლობაში ტექნოლოგიური კომპანიები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყვნენ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ფონზე.

ახლა ეს სფერო რამდენიმე კრიტიკულ საკითხს აწყდება, იქნება ეს მზარდი მარეგულირებელი მოთხოვნები თუ გაძლიერებული ზომები პერსონალური მონაცემების დასაცავად დეტალური შემოწმებების პირობებში.

კითხვების ჩამონათვალი, რომელზე პასუხის გაცემასაც ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ, ასე გამოიყურება:

  1. როგორ წავახალისოთ ექსპერიმენტები ისე, რომ თანმდევი რისკები შევამციროთ?
  2. როგორ დავაბალანსოთ სისწრაფე და წინდახედულება?
  3. როგორ უზრუნველვყოთ ზრდა გლობალურ ბაზარზე პროტექციული ხასიათით?
  4. როგორ დავიცვათ მომხმარებლების პირადი მონაცემები უწყვეტად?
  5. როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს საზოგადოების განწყობაზე ტექნოლოგიების გამო სამუშაო ადგილების დაკარგვის პოტენციური რისკის მიმართ?
  6. როგორ ვორიენტირდეთ მზარდ სირთულეებში, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი და გლობალური კანონებისა და წესების ცვლილებასთან?

ჩამოტვირთეთ ბიდიოს ახალი რეპორტი და ნახეთ, თუ როგორ უყურებენ ტექნოლოგიური კომპანიები ადგილობრივ და გლობალურ კონტროლს, კონკურენციასა და დარღვევებს. 

ჩამოტვირთვა