• მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა

მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა

მიმდინარე საბუღალტრო მომსახურება
ჩვენ ვთავაზობთ ყოველდღიურ საბუღალტრო მომსახურებას, რომელიც მოიცავს:
  • საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს საბუღალტრო პროგრამაში ყოველთვიური დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას
  • ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე ყოველდღიურ კონსულტაციას
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადებას
  • საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
  • საბანკო გადარიცხვებს
  • ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშების მომზადებას.
საბუღალტრო ანგარიშების აღდგენა
საბუღალტრო ანგარიშების აღდგენით შესაძლებელია მოხდეს წინა პერიოდის შეცდომების გადამოწმება და მათი შესაბამისი კორექტირება.ეს საშუალებას მოგცემთ, გქონდეთ სათანადო ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა და მოგვარებული საგადასახადო საკითხები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საგადასახადო ორგანოების მხრიდან ჩარევის რისკსა და შესაძლებლობას მოგცემთ, იქონიოთ სრული ანგარიში კომპანიის წარსულ საბუღალტრო მდგომარეობაზე.
 
ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომელთაც არ აქვთ სათანადო ცოდნა-გამოცდილება საგადასახადო საკითხებში და სურთ ჰქონდეთ სწორად მომზადებული შემდეგი წლიური დეკლარაციები:
  • მოგების დეკლარაცია
  • ქონების დეკლარაცია
  • წლიური საშემოსავლო დეკლარაცია.
მთავარი ბუღალტრის ფუნქციის შესრულება
კომპანიას შესაძლებელია ჰქონდეს ბუღალტერიის განყოფილება, მაგრამ მას მაინც სჭირდება პროფესიონალების დასტური შესრულებულ სამუშაოზე. მთავარი ბუღალტრის ფუნქციების შესრულება მოიცავს:
  • კომპანიის შიდა საბუღალტრო სისტემის კონტროლსა და შესაბამის კონსულტაციას
  • ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების დადასტურებას