• სახელმწიფო შესყიდვის (ტენდერის) სამართლებრივი მხარდაჭერა

სახელმწიფო შესყიდვის (ტენდერის) სამართლებრივი მხარდაჭერა

სახელმწიფო და საჯარო იურიდიული პირები ახორციელებენ რამდენიმე მილიარდი ლარის ღირებულების პროდუქტისა და მომსახურების შეძენას წლის განმავლობაში. ამ პროდუქტებსა და მომსახურებას მიეკუთვნება: სამშენებლო სამუშაოები, ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, დაზღვევა, ნავთობი, ორგტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ავეჯი, კვების პროდუქტები, ტანსაცმელი და სხვა.

ჩვენს იურისტებს დიდი გამოცდილება აქვთ სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერების) იურიდიული მხარდაჭერის მიმართულებით.  

ჩვენ კარგად ვიცით ტენდერში მონაწილე კლიენტების საჭიროება და მიზნები, ასევე ის წესები, რომელსაც ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვები.

გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  • რეკომენდაციები შესყიდვის პროცედურასა და სისტემასთან დაკავშირებით
  • მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
  • კონსულტაცია სატენდერო დოკუმენტების მომზადების დროს ან წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება
  • საკონკურსო კომისიასთან ურთიერთობა კონკურსის პირობების დაზუსტების მიზნით
  • მონაწილის რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში და დოკუმენტების გაგზავნა
  • შესყიდვის პროცესში მონაწილეობა კლიენტის სახელით
  • აპელაციის შეტანა არაკეთილსინდისიერი ვაჭრობის შემთხვევაში და სხვა