BDO აკადემიის შესახებ

2015 წლის დეკემბერში ბიდიოს საქართველოს ოფისმა საქმიანობის ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი - BDO აკადემიას.

BDO აკადემიის მისია არის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვისაც პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს.

ჩვენი მიზანია,შემოგთავაზოთ მაღალი სტანდარტების სასერტიფიკაციო ტრენინგ პროგრამები და ხელი შევუწყოთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას.

BDO აკადემიის პროგრამები განკუთვნილია, როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური მსმენელებისთვის.

ჩვენი ტრენინგ კურსები დაყოფილია ოთხ ძირითად კატეგორიად:

  • საერთაშორისო სერტიფიცირებსთვის მომზადება
  • საკვალიფიკაციო კურსები (გრძელვადიანი)
  • მოკლევადიანი ტრენინგ/სემინარები
  • კორპორატიული ტრენინგები

პირველი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც აკადემია იწყებს საქმიანობას ACCA-ს გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამებია.

ACCA არის მსოფლიოში წამყვანი სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია.

BDO აკადემიის მოსამზადებელი პროგრამები აგებულია იმ მოდელის მიხედვით, რომელიც მსმენელს დაეხმარება მარტივად ჩააბაროს ACCA-ს გამოცდა. გარდა გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსებისა, BDO აკადემიაში 2016 წლიდან შესაძლებელი იქნება ACCA -ს ონლაინ გამოცდების (CBE) ჩაბარებაც.

აკადემიის ტრენერები არიან პრაქტიკოსი პროფესიონალები მრავლწლიანი გამოცდილებით.

ჩვენი ტრენინგების უპირატესობა არის პრაქტიკული, ინტერაქტიული ხასიათის და შედეგებზე ორიენტირებული მეთოდოლოგია ,რომელიც გამყარებულია რეალური მაგალითებითა და სავარჯიშოებით.

BDO აკადემიაში შექმნილია კომფორტული გარემო, როგორც სტუდენტებისთვის ასევე ლექტორებისთვის.