• ACCA-ს ტრენინგები

ACCA-ს ტრენინგები

რა არის ACCA?
ACCA, იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მზარდ საერთაშორისო საბუღალტრო ორგანიზაციას, რომელსაც 173 ქვეყნის მასშტაბით 162 000 წევრი და 428 000 სტუდენტი ჰყავს. ACCA-ს კვალიფიკაცია დაინტერესებულ პირებს ეხმარება წარმატებული კარიერის შექმნაში ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ბუღალტერია, საბანკო საქმე, მენეჯმენტი და კონსალტინგი. ამავდროულად, მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რგოლის სამსახურეობრივი პოზიციით დაინტერესებულთათვის. ACCA არის ფართო ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოიცავს 91 ოფისსა და 8 500 დამსაქმებელს, რომლებიც უზრუნველყოფენ დასაქმებულთა სწავლისა და განვითარების მაღალ სტანდარტებს.
 
რა არის ACCA-ს კვალიფიკაცია?
ACCA-ს კვალიფიკაცია უზრუნველყოფს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც არსებითია ყველა სახის ბიზნესისთვის. ეს კი გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას ორგანიზაციულ თუ საბუღალტრო დონეზე თქვენთვის სასურველი პოზიციებიდან გამომდინარე.
ACCA-ს კვალიფიკაცია დაგეხმარებათ დაგეგმოთ წარმატებული კარიერა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩააბარონ 14 გამოცდა იმისთვის, რომ მიიღონ ACCA-ს კვალიფიკაცია. (ჩათვლის შემთხვევაში ნაკლები). გამოცდები ტარდება წელიწადში ოთხჯერ. F1, F2, F3 და F4 გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია ონლაინ ACCA-ს ავტომატიზირებულ საგამოცდო ცენტრებში, მათ შორის ბიდიო  აკადემიაში.
 
პროგრამის მნიშვნელოვანი ასპექტები
ჩატარდება ინტენსიური და ინტერაქტიული საკლასო ტრენინგები, რომლებსაც გაუძღვებიან 5-დან 15 წლამდე გამოცდილების მქონე კვალიფიციური პროფესიონალები. 
  • პრაქტიკული სწავლება (პრობლემების ანაზლი, სავარჯიშოებზე მუშაობა)
  • ტესტირება და MOCK გამოცდა
  • მასალების გამეორება და საგამოცდო ტექნიკების სესიები
  • ტრენინგები ჩატარდება სამუშაო საათების შემდეგ, გარდა უქმე დღეებისა
* ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ ისარგებლებთ 10% -იანი ფასდაკლებით