• სასამართლო ექსპერტიზა

სასამართლო ექსპერტიზა

სასამართლო ბუღალტრული აღრიცხვა მოიცავს სააღრიცხვო საქმეს, რომლის საჭიროება ფაქტობრივი ან მოსალოდნელი სასამართლო საქმეების შედეგად დგება. ასეთი აღრიცხვა შეიძლება შესრულდეს იმისათვის, რომ დაეხმაროს სასამართლოს მტკიცებულებების მოპოვებაში კონკრეტული სასამართლო საქმის ან დავის მოგვარების პროცესში.

სასამართლო აუდიტი სპეციფიურად მოიცავს მონაცემთა შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენას ისეთ სიტუაციებში, რომელთაც სამართლებრივი გაგრძელება მოყვება. ისევე როგორც კლასიკური აუდიტის შემთხვევაში, ასეთ დროსაც არსებობს წინასწარ შეთანხმებული კონტექსტი / დადგენილი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც აუდიტორი ასრულებს სამუშაოს და წარმოადგენს ანგარიშს.

ტიპიურად, სასამართლო აღრიცხვა მოითხოვს და გულისხმობს:

  • აუდიტორის/ბუღალტრის გამოცხადებას სასამართლოში თავისი სამუშაოს და მისი შედეგების ახსნა-განმარტებით
  • აბსოლუტურ ობიექტურობას ეთიკური დარღვევების საფრთხის ყოველგვარი გამორიცხვით
  • ნულოვან განზოგადებას (ანუ არის ძალიან დეტალური)
  • კონფიდენციალურობის საკითხის წარმოშობას (რადგანშესაძლოა დადგეს სასამართლოს წინაშე  ინფორმაციის გახსნის მოთხოვნა)
  • რეპუტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესების საქმეებში

ჩვენი პროფესიონალთა გუნდი შედგება დავების გადაწყვეტის, პროფესიული გულგრილობის, თაღლითობის, ანტიკორუფციული და სასამართლო შეფასებების სფეროების წამყვანი სპეციალისტებისაგან და გთავაზობთ ინტეგრირებულ მომსახურებას კონკრეტული საჭიროებებისთვის, როგორიცაა:

  • კომერციული დავების გადაწყვეტა
  • თაღლითობა და ფინანსური გამოძიება