• SQL სერვისი

    დიდხანს ელოდებით სასურველი რეპორტების გენერირებას? ამის შეცვლა შესაძლებელია.

    ვრცლად

ქლაუდი

ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც მოქნილობა და მოხერხებულობა უმნიშვნელოვანესი წინაპიროებებია კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. პროგრამის სერვისის სახით გამოყენება (SAAS) ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს იყვნენ მოქნილები და ჰქონდეთ ცვლილებებზე სწრაფად რეაგირების უნარი.

რა უპირატესობა აქვს ქლაუდს (SAAS)?

მეტი მოქნილობა თქვენი ბიზნესისთვის:

ქლაუდზე არსებული სერვისები იდეალურია სწრაფად მზარდი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ცვალებადი საჭიროებები აქვთ. თქვენ შეგიძლიათ შესაბამისად გაზარდოთ ან პირიქით, შეამციროთ ქლაუდის მოცულობა. მოქნილობისა ასეთ მაღალი დონეს შეუძლია რეალური კომკურენტული უპირატესობის შექმნა  - შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ IT დირექტორები და ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელები ოპერაციულ მოქნილობას მთავარ მოტივატორად ასახელებენ ქლაუდზე გადასვლისას.

მეტი მოქნილობა თქვენი თანამშრომლებისთვის

ქლაუდის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თუ თქვენ გაქვთ ინტერნეტი, შეგიძლიათ უპრობლემოდ იმუშავოთ ნემისმიერი ადგილიდან. გარდა ამისა, ქლაუდი უზრუნველყოფს მონაცემების მარტივ გაცვლას და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ავტომატური განახლებები რეალურ დროში.

კაპიტალური დანახარჯების არარსებობა:

ქლაუდი გულისხმობს ტექნიკაზე გაწეული ძვირადღირებული დანახარჯების არარსებობას. მომხმარებელი არ იხდის პროგრამული ლიცენზიისთვის. ქლაუდი მუშაობს როგორც ქირა: თქვენ იღებთ უფლებას გამოიყენოთ პროგრამა გარკვეული დროით და გადაიხადოთ შესაბამისად, ეს კი გულისხმობს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ სწრაფად მოერგოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებს.

განსაკუთრებული რისკების ადმი გამძლეობა და უსაფრთხოება ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ქლაუდზე გადასვლის სასარგებლოდ.