• SQL სერვისი

    დიდხანს ელოდებით სასურველი რეპორტების გენერირებას? ამის შეცვლა შესაძლებელია.

    ვრცლად

ინდუსტრიები

საცალო

დღესდღეობით საცალო მოვაჭრეები სრულიად განსხვავებულ ბაზარზე ოპერირებენ. გლობალურმა კონკურენციამ და მეტად ინფორმირებულმა მომხმარებლებმა ახალი გამოწვევები წარმოშვეს. შიდა ოპერაციების უნაკლო წარმართვა კლიენტებისთვის მიწოდებულ საუკეთესო მომსახურებაში აისახება. ამის მისაღწევად კომპანიებმა უნდა შეძლონ და საჭირო საქონელი ყოველთვის საჭირო ადგილას ჰქონდეთ, ასევე უნდა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანი ფასები და განახორციელონ შესაბამისი და დროული მარკეტინგული აქტივობები. გარდა ამისა, არსებითი მნიშვნელობა აქვს მარაგების სწორი რაოდენობის ფლობას - ცარიელი თაროები ბიზნესისთვის მომაკვდინებელია, თუმცა ჭარბი საქონელი შესაძლოა კომპანიას ძვირად დაუჯდეს. წარმატებული ოპერირებისთვის საჭიროა ბიზნესის გლობალური ხედვა - ტრენდებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი კონკრენტული უპირატესობის გაძლიერების წინაპირობაა.

წარმოება

საწარმოო ინდუსტრიისთვის მთავარი გამოწვევა ხარჯების შემცირების პირობებში ხარისხის სასურველ დონეზე შენარჩუნებაა. ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს შეუფერხებელი ოპერირებისთვის გამართული მომწოდებლების ქსელი და მარაგების მართვის სისტემა სჭირდებათ. მასალებიდან საბოლოო პროდუქტამდე სრული პროცესის მონიტორინგი მათთვის სასიცხოხცლოდ მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, მოქნილობა, მომხმარებლების მოთხოვნებსა და ბაზრის ცვლილებებზე სწრაფად რეაგირების უნარი უმთავრესია კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად. ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები თანდათან იწყებენ მაღალი დონის ანალიტიკის სისტემის ღირებულების დანახვას, რომელიც დაეხმარებათ მათ გადაჭრან ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი მტკივნეული საკითხები ფასებთან, მარაგების ოპტიმიზაციასთან და რესურსების დაგეგმვასთან დაკავშირებით.

დისტრიბუცია

საბითუმო დისტრიბუციის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე რთული ინდუსტრიაა, რომელიც დიდი რაოდენობით მომხმარებლებით, მომწოდებლებით, ტრანსაქციებითა და შტრიხკოდებით ხასიათდება. დისტრიბუტორები აუცილებლად უნდა იყვნენ მოქნილები, რათა შეძლონ თავიანთი ოპერაციების მოთხოვნასთან  შესაბამება. ძალიან მნიშვნელოვანია მათ მარაგებთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან რეალურ დროში ჰქონდეთ წვდომა, რათა შეძლონ განახორციელონ პროაქტიული გაყიდვები, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები შესყიდვების თაობაზე და მინიმუმამდე დაიყვანონ მარაგებთან დაკავშირებული ხარჯები. შემცირებული და ნაკლებად მოთხოვნადი მარაგების დროული იდენტიფიცირება ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია წარმატებული ოპერირებისთვის. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, დანაწევრებული პროგრამული პროდუქტით სარგებლობა  უფრო და უფრო სახიფათო ხდება რადგანაც კონკურენტები შესაძლოა უკვე გადადიოდნენ ახალ ტექნოლოგიებზე და ამყარებდნენ კონკურენტულ უპირატესობას.