• SQL სერვისი

    დიდხანს ელოდებით სასურველი რეპორტების გენერირებას? ამის შეცვლა შესაძლებელია.

    ვრცლად

გადაწყვეტილებები

ფინანსური მენეჯმენტი

ბუღალტრული აღრიცხვის მოქნილი სისტემა საშუალებას გაძლევთ ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა და გატარებების ფორმირების წესები მოარგოთ კომპანიის აღრიცხვის თავისებურებებს.

ფინანსური ანგარიშგებების გენერირების ინსტრუმენტის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ფინანსური რეპორტები, გაანალიზოთ კომპანიის სასიცოცხლო ფინანსური მაჩვენებლები და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

მძლავრი ფინანსური გადაწყვეტილებები უზრუნველგყოფთ ფინანსური და საბუღალტრო აღრიცხვის ყოვლისმომცველ ფუნქციონალით და გაძლევთ სრულ კონტროლს. ფინანსურ მონაცემებთან მუდმივი და მყისიერი წვდომით, თქვენ შეგიძლიათ სწრაფად მიიღოთ დეტალური ინფორმაცია და დააგენერიროთ სასურველი ანგარიშგებები.

შეამცირეთ თქვენი ძალისხმება გადასახადების დეკლარირებისას საგადასახადო პორტაალთან სრული ინტეგრაციის მეშვეობით.

  • ფინანსური ანგარიშგებების ვარიანტების შეუზღუდავი რაოდენობა
  • ფინანსური მაჩვენებლების გენერირების შესაძლებლობა
  • შემოსავლებისა და ხარჯების ბიუჯეტის ფორმირება, ბიუჯეტის შესრულების გეგმა-ფაქტიური ანალიზი
  • მულტისავალუტო ოპერაციების მხარდაჭერა, ვალუტის კურსების ავტომატური განახლება საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით
  • პერიოდის დახურვის ბიზნეს პროცესის მართვის ინსტრუმენტი
  • გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა IFRS მიხედვით

წარმოება

წარმოების მოდული მოიცავს დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის ფართო შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს წარმოების პროცესის უწყვეტობას. რაციონალური დაგეგმვის შედეგად უზრუნველყოფილია მეტი ეფექტურობა, ხარჯების შემცირება და წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი. წარმოების ხარჯების მინიმიზაციისთვის თქვენი ორგანიზაცია აუცილებლად უნდა იყოს მოქნილი და ჰქონდეს სწრაფად რეაგირების უნარი.

შეკვეთის მიღებიდან შეკვეთის დამუშავებამდე, პროცესის გაწერა - დაგეგმვამდე, შეკვეთის შესრულებასა და ფასის დადგენამდე, ჩვენ უზრუნველგყოფთ წარმოების პროცესის თითოეული ნაბიჯის სრულ ხილვადობით, რათა გაგიმარტივოთ გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენს პროგრამულ პროდუქტებში ავტომატიზებულია წარმოების პროცესი ნედლეულის შესყიდვიდან საბოლოო პროდუქციის მიღებამდე. უზრუნველყოფილია საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვის ოპტიმიზაცია, საწარმოო პროცესების ოპერატიული კონტროლი, წარმოებული პროდუქციის ფაქტიური და ნორმატიული დანახარჯების ანალიზი, სპეციფიკაციების შეუზღუდავი რაოდენობა და სხვა.

  • პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება როგორც პირდაპირი, ისე ზედნადები ხარჯების მიხედვით.  არაპირდაპირი ხარჯების გადანაწილება გამოშვებულ პროდუქციაზე მექანიკურად ან ავტომატურად გამოშვებული პროდუქციის, მატერიალური ან შრომითი დანახარჯების მიხედვით
  • გამოშვებული პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების თვითღირებულების ანალიზი კალკულაციის მუხლების მიხედვით
  • გრძელვადიანი წარმოების პროცესის ავტომატიზაცია
  • წარმოების ხარჯების ანალიზი ექსპლუატაციის ობიექტების მიხედვით
  • პროდუქციის წარმოება დამკვეთის ნედლეულით ან გარეშე ორგანიზაციის სახსრებით

საბითუმო გაყიდვები და დისტრიბუცია

მარაგების ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება კომპანიისთვის დიდი გამოწვევაა.

გააუმჯობესეთ ყველა ოპერაცია მოთხოვნის დაგეგმვიდან მარაგებისა და მომწოდებლების ჯაჭვის მართვამდე და შეინარჩუნეთ თქვენი მომხმარებლების კმაყოფილება საჭირო პროდუქტებისა და სერვისის დროული მიწოდების საშუალებით.

კლიენტებთან ოპერაციების წარმოება შესაძლებელია სტანდარტული და ინდივიდუალური შეთანხმების პირობების მიხედვით და შეთანხმების მიხედვით სავაჭრო პირობების განსაზღვრა, როგორებიცაა მიწოდების ვადა, ფასი და ანგარიშსწორების პირობები.

გაყიდვების მენეჯერებისთვის მოსახერხებელი სამუშაო ადგილი საშუალებას იძლევა ოპერატიულად განხორციელდეს კლიენტის რეგისტრაცია, საჭირო დოკუმენტების გაფორმება შეკვეთა, რეალიზაცია, გადახდა, მარაგების ნაშთების კონტროლი, სასაქონლო ზედნადების გამოწერა.

  • კლიენტებთან შეკვეთების წარმოება, მათი შესრულების ანალიზი და მონიტორინგი
  • გაყიდვის ოპერაციის წარმოებისას სხვადასხვა გადახდის ტიპების (ნაღდი, საბანკო ბარათი, განვადება, გადმორიცხვა) მხარდაჭერა, მათ შორის ერთი ოპერაციის ფარგლებში
  • კლიენტების ვადაგადაცილებული დავალიანების მონიტორინგი, ე.წ შავი სიის წარმოება და მათზე გაყიდვების ოპერაციების აკრძალვის შეასძლებლობა
  • კლიენტისათვის საქონლის მიწოდების საშუალება საწყობიდანვე, ტრანსპორტირება მიწოდების მისამართზე საკუთარი ძალებით ან გადამზიდავი კომპანიის საშუალებით
  • სავაჭრო წარმომადგენლების აღჭურვა მობილური მოწყობილობებით, მათი ოპერაციების სრული ავტომატიზაცია
  • გაყიდვების დაფიქსირება კონსულტანტების, გაყიდვების მენეჯერებისა და სავაჭრო წარმომადგენლების (დისტრიბუტორების) მიხედვით და აღნიშნული მაჩვენებლებით მოტივაციის სქემის ფორმირება.

საცალო ვაჭრობა

მომხმარებლების სწრაფად ცვალებადი პრეფერენციების პირობებში რითეილერებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაზე.

აღჭურვეთ თქვენი ბიზნესი სიღრმისეული რეპორტინგისა და ანალიტიკის შესაძლებლობებითა მრავალფეროვანი ფუნქციონალით. მარტივი მოლარის ინტერფეისი უზრუნველყოფს დიდი მოცულობის გაყიდვის ოპერაციების სწრაფად შეყვანას შეცდომების მნიშვნელოვანი შემცირებით.

  • ჩვენს პროგრამულ პროდუქტებში მხარდაჭერილია საცალო გაყიდვების შეუფერხებელი წარმოება სათაო ოფისთან წვდომისა და ინტერნეტთან წვდომის გარეშე, Offline რეჟიმში.
  • ჩეკის გადახდის შესაძლებლობა ნაღდი ანგარიშსწორებით, სხვადასხვა ტიპისა და ბანკის პლასტიკური ბარათით, სასაჩუქრე სერტიფიკატით, დაგროვებული ქულებით ან მათი ყველა შესაძლო კომბინაციით
  • საცალო გაყიდვების რეგისტრაცია ფისკალურ რეგისტრატორთან დაკავშირების რეჟიმში. X ანგარიშისა, მოლარის ცვლის გადაბარებისათვის შუალედური Z ანგარიშის, დღის დახურვის Z ანგარიშის ამორტყმის შესაძლებლობა
  • საცალო გაყიდვების რეგისტრაციისას ოფისის მიერ დადგენილი ავტომატური ფასდაკლებების გათვალისწინება, ლოალურობის ბარათებზე ქულების დაგროვება/გახარჯვის მხარდაჭერა
  • ჩეკის ანულირების ან დროებით გადადების შესაძლებლობა მომდევნო მომხმარებლის მომსახურებისათვის
  • რისკის შემცველ ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირის ავტორიზაციების აწყობა, ავტორიზაციის გამოყენების ლოგირების მხარდაჭერა
  • საცალო ინტერფეისიდან კორპორატიულ კლიენტებზე რეალიზაციის დაფიქსირების შესაძლებლობა, სასაქონლო ზედნადების ავტომატური ატვირთვა RS.ge-ზე.

WMS

ჩვენს გადაწყვეტილებებში მინიმალური მარაგის დადგენისა და სასაწყობე ოპერაციების ოპერატიული ასახვის შედეგად უზრუნველყოფილია დეფიციტური მარაგის გამოვლენა და ნაკლებობის პრევენცია.

მარაგების რეზერვირების სისტემა განაპირობებს მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილებას, თავისუფალი მარაგის კონტროლსა და მისი არარსებობის შემთხვევაში მომწოდებლებთან შეკვეთის ფორმირებას. გაზარდეთ შეკვეთების სიზუსტე, უფრო სწრაფად აირჩიეთ და მიიღეთ საჭირო პროდუქტები და უკეთ აკონტროლეთ თქვენი მარაგები ჩვენი ჭკვიანი პროგრამების საშუალებით:

  • მარაგების აღრიცხვა და ოპერაციების წარმოება სხვადასხვა ზომის ერთეულების მიხედვით.
  • მარაგებისთვის შტრიხ-კოდების მინიჭება, მათი გენერირება და ბეჭდვა. სასაწყობე ოპერაციების განხორციელება მარტივად სპეციალური მოწყობილობების საშუალებით
  • საქონლის დათვლის (დასკანერების) შესრულება როგორც პროგრამაში, ასევე მობილური მოწყობილობის საშუალებით.
  • გაყიდვების მიმდინარეობის პარალელური ინვენტარიზაციის მხარდაჭერა

შესყიდვები და მიწოდების ჯაჭვი

არაავტომატიზებული შესყიდვების პროცესი თქვენს ბიზნესს სიძვირისა და სინელის გამო კარგს არაფერს მოუტანს.

გახადეთ შესყიდვები უფრო ეფექტური: საუკეთესო მომწოდებლების არჩევითა და რისკების მართვის გზით, თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ გაწეული ხარჯები.

შეკვეთის ავტომატური დაანგარიშების ინსტრუმენტის საშუალებით შეკვეთის მოცულობა გაანგარიშდება საზოგადოდ მიღებული და გამოცდილი მეთოდების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს შენახვისა და შესყიდვის დანახარჯების მინიმიზაციას.

ჭკვიანი გადაწყვეტილებები საშუალებას გაძლევთ მართოთ მომწოდებლების ბაზა და დააფიქსიროთ მათი სავაჭრო  პირობები, რაც საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ გააკონტროლოთ მათი შესრულება, არამედ ოპტიმალური მომწოდებლის შერჩევის დროს მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები:

  • მომწოდებლებთან შეკვეთების ავტომატური ფორმირება, მათი შესრულების კონტროლი
  • მომწოდებლებთან ანგარიშსწორების პირობების დადგენა, გადახდების კალენდრის ფორმირება
  • შესყიდვის დოკუმენტის ავტომატური შევსება მიღებული ზედნადების მიხედვით. პროგრამაში გაფორმებული შესყიდვებისა და საიტზე მიღებული ზედნადებების შესაბამისობის კონტროლი
  • რეტრო-ბონუსების გაანგარიშება მომწოდებლების მიხედვით

CRM

თქვენი პოტენიური კლიენტები პოტენციურ კლიენტებად მხოლოდ ცოტა ხნით რჩებიან: თუ დროულად არ გამოიყენებთ შანსს, ისინი მალევე თქვენი კონკურენტების კლიენტები გახდებიან.

შეხვდით მომხმარებლების მოთხოვნებს მომზადებული - ინტეგრირებული CRM საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ გაყიდვები, განახორციელოთ მრავალფაზიანი მარკეტინგული კამპანიები და უფრო სწრაფად და ხარისხიანად მიაწოდოთ მომხმარებლებს სასურველი სერვისი.

თქვენ შეძლებთ გაყიდვების ძაბრის ფორმირებას სტატისტიკური ანალიზისა და სავარაუდო შედეგების პროგნოზირებისათვის.

  • პარტნიორების დოსიეების წარმოება, საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების შესაძლებლობა
  • კლიენტთან ურთიერთობის მოვლენების დაფიქსირება, როგორებიცაა შეხვედრა, სატელეფონო ზარი და ა.შ.
  • კომერციული წინადადებისა და მის მიხედვით რეალური გაყიდვის ოპერაციის დაფიქსირების შესაძლებლობა
  • კლიენტების პრეტენზიების აღრიცხვისა და მათზე რეაგირების კონტროლის შესაძლებლობა
  • გარიგების მიხედვით მოვლენების დაგეგმვა და შეხსენებების ფორმირება

ადამიანური რესურსების მართვა და ხელფასები

ჭკვიანმა მენეჯერმა იცის, რომ ადამიანური რესურსები კომპანიის ყველაზე ძვირფასი რესურსია.

ჩვენი პროგრამული გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ სრულად მართოთ ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული პროცესები: თქვენს ხელთ იქნება დეტალური მონაცემთა ბაზა როგორც ამჟამად შტატში მყოფი, ასევე წარსულში მომუშავე თანამშრომელთა შესახებ, კომპეტენციების დეტალური ანალიზი კი საშუალებას მოგცემთ  განიხილოთ არსებული კადრები ახალ ვაკანტურ ადგილებზე. პროგრამაში ხელფასების გაანგარიშების ინსტრუმენტი შესაძლებელს ხდის სხვადასხა ტიპის დარიცხვების ერთდრული გამოყენებას, ასევე თანამშრომლების წახალისებისა და ჯარიმების მართვას.

  • საშტატო განრიგის ფორმირება, საშტატო განრიგის მიხედვით კადრების აყვანის პროცესის კონტროლი, ვაკანტური პოზიციების ან კადრების სიჭარბის გამოვლენა და მიღების პროცესის მართვა
  • შვებულებების გრაფიკის ფორმირება და ფაქტობრივად დაფიქსირებული შვებულებების ანალიზი
  • საკადრო ბრძანებების ფორმირება
  • თანამშრომლების ნამუშევარი დროის აღრიცხვის შესაძლებლობა, ხელფასის გაანგარიშება ნამუშევარი დროის მიხედვით
  • ხელფასის გაანგარიშება გამომუშავებით, ან სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით

დოკუმენტბრუნვა

რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტია იმ დოკუემნტების რაოდენობა, რომელთა გამკლავება ყოველდღიურად გიწევთ. მნიშვნელობა არ აქვს ქაღალდებზეა საუბარი თუ ელექტრონულ საბუთებზე, მათი მოწესრიგება, მართვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა აუცილებელია.

შეამცირეთ ბიზნეს კორესპონდენციის წარმოების ხარკები და ძალისხმევა დოკუმენტბრუნვის თქვენებური პროცესისა და რამდენიმედონიანი ავტორიზაციის წესების აწყობით (მათ შორის სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით).  დააკავშირეთ ერთმანეთთან თქვენი თანამშრომლები, ინფორმაცია და პროცესები და გაზარდეთ თქვენი ბიზნესის პროდუქტიულობა. დოკუმენტბრუნვის მოდული არამარტო აწესრიგებს დოკუმენტების მოძრაობას, არამედ საშუალებას გაძლევთ მართოთ პროცესები, აკონტროლოთ დავალებების შესრულება და გაზომოთ ორგანიზაციის ეფექტურობა.

  • დოკუმენტების გაფორმების სტანდარტიზაცია
  • დოკუმენტების სკანირება და მიბმა შესაბამის ელექტრონულ საბუთზე
  • დოკუმენტების შეთანხმების, დამტკიცებისა და შესრულების პროცესების მართვა
  • დელეგირების პროცედურის გამარტივება თანამშრომლის შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის გამო
  • შესასრულებელ დავალებებზე შეხსენებების ფორმირება, ვადაგადაცილებით შესრულებული დავალებების მონიტორინგი
  • თანამშრომლების მუშობის ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა
  • ჩაშენებული კალენდარი და საფოსტო კლიენტი
  • კორპორატიული ჩათის მხარდაჭერა
  • საპროქტო საქმიანობის მართვა, პროექტებზე დახარჯული დროის ანალიზი

BI

BI (Business intelligence) გარდაქმნის თქვენი კომპანიის მონაცემებს მარტივად აღსაქმელ ვიზუალებად: გამოიკვლიეთ თქვენი კომპანიის მონაცემები, აღმოაჩინეთ ახალი ტრენდები, შექმენით ინფორმატიული გრაფიკები და გააზიარეთ მიღებული  ინფორმაცია.

მიიღეთ სრული კონტროლი მარტივად გამოსაყენებელი ანალიტიკისა და ბიზნეს ინტელექტის საშუალებით და დაუთმეთ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

  • კითხვებზე პასუხის სწრაფად მიღებან სწრაფი გადაწყვეტილებებისთვის
  • ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომი
  • ანგარიშგებების მიღება რეალურ დროში
  • გაყიდვები სხვადასხვა დეტალიზაციით (ნომენკლატურა, ნომენკლატურის სახეობა, ბრენდი, მწარმოებელი, ძირითადი მომწოდებელი, მაღაზიის ფორმატი და სხვ.)
  • მაღაზიების გაყიდვები კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით
  • მიმდინარე წლის გაყიდვების შედარება წინა წლის მონაცემებთან
  • ახალი გახსნილი მაღაზიების გაყიდვების სტატისტიკა
  • მაღაზიების განლაგება რუკაზე, მათი დიფერენცირება ფართის, გაყიდვის ან სხვა მაჩვენებლების მიხედვით