• ბალანსი

ახალი თაობის საბუღალტრო პროგრამა

მოხარული ვართ გაცნობოთ ახალი საბუღალტრო პროგრამის - ბალანსის გამოსვლის შესახებ. ბალანსი 1С-ის უახლეს 8.3 პლატფორმაზე შემუშავებული ჩვენი საავტორო პროდუქტია თანამედროვე ბუღალტრებისა და მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ გახადონ მათი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ეფექტიანი და ამავე დროს სასიამოვნო. 

პროგრამა ადვილად ერგება ნებისმიერი პროფილის კომპანიასა და ბუღალტრის მუშაობის სტილს. აწყობადი საოპერაციო ფორმების მეშვეობით, ბალანსში სააღრიცხვო საკითხებთან დაკავშირებული რუტინული სამუშაო მინიმუმამდეა დაყვანილი. სისტემა გამოირჩევა ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რასაც მისი მრავალფეროვანი ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებები განაპირობებს.

Web ინტერფეისის მეშვეობით პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია. კომპანიის ყველა ძირითადი მაჩვენებლის ნახვა კი შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდან. პროგრამას აქვს თანამედროვე, ინტუიტიურად გასაგები ინტერფეისი, რომელში მუშაობაც ერთნაირად ადვილია როგორც ბუღალტრების, ასევე მენეჯერებისთვის.

პროდუქტი წარმოდგენილია on premise და SAAS-ის (პროგრამა, როგორც სერვისი) ფორმით, რაც ქართული ბაზრისთვის ახალი შეთავაზებაა. SAAS-ი განსაკუთრებით მომხიბვლელი წინადადებაა ახლადშექმნილი და მცირე ორგანიზაციებისთვის.

პროდუქტი შექმნილია საუკეთესო უცხოური საბუღალტრო პროგრამების პრაქტიკის გათვალისწინებით. BDO სოლუშენსის წამყვანი ანალიტიკოსების, დეველოპერებისა და არქიტექტორების ჯგუფი მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, „ბალანსის“ შექმნაზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. პროდუქტის განვითარება გრძელდება და პროგრამულ სიახლეებს მომხმარებლები განახლებების სახით მიიღებენ.

ბალანსი ინტეგრირებულია BDO სოლუშენსის უახლეს სავაჭრო პროგრამებთან და ღიაა ნებისმიერ სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციისთვის. პროგრამა უკვე გაყიდვაშია და მისი შეკვეთა შესაძლებელია პირდაპირ ვებ-გვერდიდან