• ტრანსფერული ფასწარმოქმნა

ტრანსფერული ფასწარმოქმნა

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება საქართველოში აქტუალური გახდა 2011 წლის 1 იანვრიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განისაზღვრა მასთან დაკავშირებული ცნებები. თუმცა, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქცია მოგვიანებით 2013 წლის 18 დეკემბერს დამტკიცდა.

მულტინაციონალური კომპანიების სატრანსფერტო ფასწარმოქმნის საკითხები საკმაოდ რთულია და შესაძლოა მნიშვნელოვანი დანახარჯები წარმოქმნას ასეთი კომპანიებისათვის. ბიდიოს საგადასახადო გუნდი მუშაობს ტრანსფერტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის განვითარებაზე. ჩვენ გთავაზობთ განსაკუთრებულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ტრანსფერტული ფასწარმოქმნის საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსების გამოყენებას. ჩვენ დაგეხმარებით განავითაროთ ინოვაციური მიდგომები კომპლექსური საერთაშორისო ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებით.

ჩვენი მომსახურება საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებით გულისხმობს შემდეგს:

  • ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ადასტურებს ოპერაციის „გაშლილი ხელის პრინციპთან“ თანხვედრას
  • სატრასფერტო ფასწარმოქმნის შეფასების წინასწარი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება. ეს გულისმხობს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული წინასწარი გადადწყვეტილების მიღებას საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებით.