• კორპორაციული სამართალი

კორპორაციული სამართალი

ჩვენი მომსახურება ამ მიმართულებით მოიცავს კონსულტაციებს ისეთი სტრატეგიული და კომპლექსური ოპერაციების ირგვლივ, როგორიცაა ფირმების შერწყმა და შეძენა, კორპორატიული რესტრუქტურიზაცია, საზღვარს მიღმა ოპერაციები. ასევე გთავაზობთ მიმდინარე იურიდიულ მომსახურებას ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის ან ტერიტორიის იურისდიქციის ასპექტები ეხება.

ჩვენი გამოცდილება შერწყმის და შეძენის სფეროში საშუალებას გვაძლევს, ტრანზაქციის ორივე მხარეს შევთავაზოთ ტაქტიკური და სტრატეგიული რჩევები. ამავე სერვისის შემადგენელი ნაწილია დიუ დილიჯენსისთვის საჭირო მიმოხილვები არსებული იურიდიული რისკების გამოსავლენად, შესაფასებლად და აღმოსაფხვრელად.